სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ახმეტა ''ეტალონის'' ღონისძიებას განსხვავებულად დახვდა
18-10-2017
-
+


''ეტალონი'' მორიგ ინტელექტ-შეჯიბრს ატარებს - დღეს ''ახმეტის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდება.

"ეტალონის" შემოქმედებითი გუნდი, წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად, ახმეტის მუნიციპალიტეტს სტუმრობს.

ინტელექტ-ჩემპიონატს ახმეტაში განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს. ახმეტის N2 სკოლა ''ეტალონის'' გუნდს ტექნიკური და საორგანიზაციო საკითხების მოგარებაში დაეხმარა. აღსანიშნავია, რომ ამ პროცესში მოსწავლეებთან ერთად, სკოლის დირექტორი და მანდატურებიც იყვნენ ჩართულები.

ღონისძიების დაწყებამდე ''ეტალონის'' ავტორი ახმეტის მერობის კანდიდატმა იოსებ ქარუმაშვილმა შტაბში მიიწვია და თავის გუნდთან ერთად პროექტს დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა.

ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე, ''ეტალონის'' წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა 2016-2017 სასწავლო წლის ''ახმეტის ეტალონ მოსწავლეს'' გიორგი შათირიშვილს (იგი ახმეტის N2 სკოლის მოსწავლეა) გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ''ეტალონის'' ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი სიმბოლური საჩუქარი პირადად გადასცა. ამასთან, ახმეტის N2 სკოლას ''ეტალონის'' ეგიდით, ლიტვის საელჩოსგან სპეციალური ალმანახი გადაეცა, პირადად ლიტვის ელჩის, გიედრიუს პუოჯუნასის ხელმოწერით.

ამ წუთებში კი ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ახმეტის N2 სკოლაში მიმდინარეობს. მასში ახმეტის მუნიციპალიტეტის სკოლებიდან გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობენ.

ღონისძიებას ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მათე ქავთარაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სკოლების წარმომადგენლები, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მანანა ნადიბაიძე, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან.

დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს ''ახმეტის ეტალონი მოსწავლის'' ტიტული მიენიჭება და ის ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

''ეტალონი'' 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''.













































კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება