სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

​დისტანციური სწავლების ხრიკები მასწავლებლებისთვის - რას გულისხმობს „ქცევის კოდექსი“; თამაში „გადაეცი შემდეგს“; მიჰყევით ტრენდებს...
11-10-2020
-
+


დისტანციური სწავლება გამოწვევა აღმოჩნდა, როგორც მასწავლებლებისთვის ისე მოსწავლეებისთვის. მაგრამ პედაგოგები უკვე მიეჩვივნენ მოშორებით მუშაობას და საკუთარი ხრიკებიც შეიმუშავეს. დისტანციური სწავლება ხომ, მუშაობის არასტანდარტული და ნოვატორული მეთოდების გასაცნობად ალბათ ყველაზე ეფექტური გზაა.

გთავაზობთ დისტანციური სწავლების ხრიკებს, რომლებიც სასწავლო პროცესს გაგიმარტივებთ. 

შეიმუშავეთ „ქცევის კოდექსი“ დისტანციური გაკვეთილებისთვის.

  • შეთანხმდით, რომ თითოეული მოსწავლე გაკვეთილამდე რამდენიმე წუთით ადრე საკუთარი მოწყობილობის გამართულობასა და დამუხტვის დონეს შეამოწმებს. 
  • აუხსენით, როდის შეუძლიათ მიკროფონების ჩართვა და გამორთვა. 
  • აუხსენით, რისი დაწერა შეიძლება და რისი არა საერთო ჩატში. 
  • მიუთითეთ, რომ გაკვეთილის დროს დახურული უნდა იყოს ნებისმიერი რესურსი, რომელიც სწავლას არ ეხება.
  • მოსწავლეებს წინასწარ შეუთანხმდით, რომ გაკვეთილის დროს მაგიდაზე წყალი დაიდგან. 
შეინარჩუნეთ მოსწავლეთა ყურადღება ეკრანის მიღმაც:

ეს ალბათ ყველაზე რთული გამოწვევაა მასწავლებლისთვის, რომელიც გაკვეთილებს დისტანციურად ატარებს. პრაქტიკაში შემდეგი მაგალითები დაგეხმარებათ: 

თამაში ონლაინ - „გადაეცი შემდეგს“


ბავშვები ერთმანეთს ძალიან ყურადღებით უსმენენ, რომ საკუთარი რიგი არ გამორჩეთ. იწყებს მასწავლებელი: აძლევს დავალებას ვინმეს კლასიდან, მოსწავლე პასუხს სცემს და შემდეგ კითხვას თანაკლასელს „გადასცემს“. მოსწავლეთა ყურადღების შესანარჩუნებლად აღნიშნული აქტივობა ნამდვილად წაგადგებათ. 

წაკითხული წიგნის რეფლექსია 

მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს წასაკითხად წიგნს, აჟღერებს პრეზენტაციის თარიღს. მითითებულ დროს კი მოსწავლეები წაკითხულს განიხილავენ. გაკვეთილის დროს თითოეულ მოსწავლეს მინიგამოსვლისთვის სამი წუთი ეძლევა. ამ დროის განმავლობაში სკოლის მოსწავლეები აჟღერებენ, რა ფრაგმენტები მოეწონათ და რატომ ურჩევენ ისინი სხვებს ამ წიგნის წაკითხვას. 

მოძებნეთ საერთო ენა ონლაინ-გამცდენებთან

ონლაინ-კავშირის დროს რომელიმე მოსწავლის ​დავალების შეუსრულებლობას  მთელი კლასის წინაშე ნუ აღნიშნავთ. გაკვეთილის ბოლოს სთხოვეთ დარჩეს ხაზზე. რამდენიმე წუთი დაუთმეთ და ჰკითხეთ დავალების შესრულებაში დახმარება ხომ არ სჭირდება. 

მიჰყევით ტრენდებს. ბავშვებმა ტექნოლოგიების შესახებ თქვენზე მეტი იციან. ეს თქვენი შანსია მათგან ისწავლოთ. ჰკითხეთ რას უყურებენ YouTube, რომელია მათი საყვარელი იუთუბერი და რა საჭიროა TikTok.

მასწავლებლები ონლაინ სწავლების სირთულეების დასაძლევად​ გამომგონებლებიც კი ხდებიან. ამის მაგალითია ამერიკელმა მასწავლებელი კარმენ კასტრეჯონი. რომელმაც ახალი სასწავლო მასალის საჩვენებლად ხელთ არსებული ნივთებისგან „პროექტორი“ დაამზადა. ამისთვის მასწავლებელმა კომპაქტ-დისკი, ფანქარი, წებოვანი ლენტი და მონეტა გამოიყენა. მისი „პროექტორი“ მუშაა და კომპიუტერის ეკრანზე იმის ჩვენების საშუალებას იძლევა, რასაც საკუთარ რვეულში ჩაწერთ. 

პედაგოგის გამოგონება მარტივად მუშაობს: დისკი სარკის როლს თამაშობს, ფანქარი კომპიუტერზე უკანა მხრიდან წებოვანი ლენტით ფიქსირდება. ფანქარზე კი CD ზუსტად ვებკამერის უკან მაგრდება. დისკის ზედაპირზე დამაგრებული მონეტა კი გამოსახულების ისეთი სახით დარეგულირების საშუალებას იძლევა, რომ აისახოს სწორედ ის რაც საჭიროა.

„გამოგონება“ მარტივია და შეუძლია რეალურად დაეხმაროს მათ, ვინც იძულებულია ისწავლოს და ასწავლოს დისტანციურად. მას დისტანციურად სწავლა-სწავლების გამარტივება შუძლია. 

მასწავლებლის ხელნაკეთი „პროექტორი“ იხილეთ ბმულზე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება