სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როცა სკოლაში კოვიდინფიცირების შემთხვევა ფიქსირდება... - როგორ მოქმედებენ მასწავლებელი და დირექტორი? 
07-10-2020
-
+


ქვეყანაში მომატებული ინფიცირების შემთხვევების ფონზე, კორონავირუსი არაერთ მოსწავლესა თუ მასწავლებელს დაუდასტურდა. ამ შემთხვევაში, etaloni.ge იმ საკითხით დაინტერესდა, რა ხდება იმ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც საეჭვო შემთხვევა მოსწავლეებში ფიქსირდება, როგორ უნდა მოიქცეს მასწავლებელი და დირექტორი?!

სკოლებისთვის მიცემულ რეკომენდაციებში შავით თეთრზე, გარკვევით წერია, რომ სკოლას უნდა ჰქონდეს იზოლირებული ოთახი, სადაც მოსწავლის მოთავსებას შეძლებენ, მანამ, სანამ არ მოვა მშობელი, არ მოვა 112-ის ბრიგადა; მას განმეორებით უნდა ჩაუტარდეს თერმოსკრინინგი, მაგრამ ისაა საინტერესო, რა რეჟიმზე გადადის ასეთ დროს სკოლა.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გვითხრეს, საეჭვო შემთხვევის დაფიქსირებისთანავე, სკოლა ვალდებულია, ადგილზე გამოიძახოს ეპიდემიოლოგები - სწორედ მათ უნდა იმუშაონ ადგილზე, გამოიკვლიონ კონტაქტები, შეისწავლონ ვირუსის გავრცელების საფრთხე და ბოლოს, მიიღონ გადაწყვეტილება - კონკრეტული კლასი გადავა დისტანციურ სწავლებაზე თუ მთლიანად სკოლა.

რატომ მთლიანად სკოლა დისტანციურზე? - იმიტომ, რომ ეპიდემიოლოგებს იმის შესწავლაც მოუწევთ, რამდენად იცავს საგანმანათლებლო დაწესებულება ყველა რეკომენდაციას, რამდენად უზრუნველყოფს მოსწავლეებს შორის სოციალურ დისტანცირებას, არის თუ არა ვირუსის მასშტაბურად გავრცელების საფრთხე და კიდევ უამრავი საკითხი, რომელთა ჩამოთვლაც ახლა შორს წაგვიყვანს.

ერთი კი ფაქტია, თუ სკოლაში კოვიდის საეჭვო შემთხვევა დაფიქსირდება, დირექციამ უნდა მიმართოს ეპიდემიოლოგებს, რადგან მხოლოდ ისინი გადაწყვეტენ, სრულად გადავლენ დისტანციურ სწავლებაზე თუ ნაწილობრივ. ასე რომ, როგორც ჩანს, ისევ და ისევ, სკოლის კეთილსინდისიერებასა და არსებული რეკომენდაციების შესრულების სიზუსტეზეა დამოკიდებული კონკრეტული სკოლის მოსწაველეები საკლასო ოთახებში ისწავლიან თუ დისტანციურად.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება