სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„უფრო მეტად მონატრებულები და მოტივირებულებიც კი იყვნენ მოსწავლეები“ - მესტიის მუნიციპალიტეტში ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის I ტური ჩატარდა
30-09-2020
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სკოლებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2020-2021 სასწავლო წლის სეზონის I ეტაპის ტესტირება ჩატარდა. ტესტირებაში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ტრადიციულად აქტიურად ჩაერთვნენ. 

ჩემპიონატს თითოეულ სკოლაში „ეტალონის“ პედაგოგებმა გაუწიეს ორგანიზება. ისინი ასევე დააკვირდნენ ტესტირების პროცესს და შეაფასეს მოსწავლეთა ტესტები.

როგორ ჩაიარა „ეტალონის“ პირველმა ეტაპმა? - ამ საკითხზე etaloni.ge-ს მესტიის რესურცენტრის უფროსი, მერიის წარმომადგენელი და სკოლის დირექტორები ესაუბრნენ.

მესტიის რესურსცენტრის უფროსი დარეჯან ნიგურიანი:

„ჩემპიონატის პირველმა ტურმა ჩაიარა ძალიან კარგად. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ შესარჩევ კონკურსში. ველოდებით მეორე ტურს დიდი სიხარულითა და სიყვარულით. მოგეხსენებათ, ბავშვებს სკოლა მოენატრათ და შესაბამისად, ხალისით იყვნენ ჩართულები, ისინიც მეორე ტურს მოუთმენლად ელოდებიან“.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი მაია ნაკანი: 

„ამ სიტუაციაშიც კი ყველა მოსწავლე აქტიურად ჩაერთო „ეტალონში“. ყველა სკოლა აქტიურობდა. დადებითად შევაფასებ ჩემპიონატის პირველი ტურის დღეს. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, წელს ქვეყანაში არსებული ზოგადი სიტუაციის გათვალისწინებითაც კი, მაქსიმალური აქტიურობა იყო, პროექტში სიამოვნებით ჩაერთვნენ პედაგოგებიც და მოსწავლეებიც. უფრო მეტად მონატრებულები და მოტივირებულებიც კი იყვნენ“.

წვირმის საჯარო სკოლის დირექტორი ლალი გულედანი:

„ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია და თითქმის ყველა მოსწავლე აქტიურად ჩაერთო, ვისაც შეეძლო ჩართვა. მეორე ტურში გადავიდა 4 ბავშვი და კმაყოფილები ვართ. მიუხედავად პანდემიური ვითარებისა, მოსწავლეთა მხრიდან თავშეკავება არ ყოფილა ამ მიზეზით. რეგულაციებს მკაცრად ვიცავდით. ბავშვები აქტიურად ჩაერთვნენ პირველ ტურში, 4-მა გადალახა ის ბარიერი, რაც მეორე ტურისთვის იყო საჭირო, ძალიან გახარებულები არიან. პროექტი ძალიან მოგვწონს ჩვენც და ბავშვებსაც“.

წვირმის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მაია ფანგანი:

„პირველ ტურში ბავშვები მონდომებით ჩაერთვნენ. მოსწავლეებმა იაქტიურეს, კარგი შედეგებიც გვქონდა. მეორე ტურს დიდი იმედით ელოდებიან და დიდი სურვილი გვაქვს, პანდემიური ვითარება არ გართულდეს და არ შეგვიშალოს ხელი ჩართვაში. პირველ ეტაპზეც ყველა მონაწილე მკაცრად იცავდა რეკომენდაციებს“.

ბეჩოს საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი რეზო ხორგუანი:

„როგორც ყოველთვის, აქტიურად ჩაერთვნენ ბავშვები ჩვენთან „ეტალონის“ პირველ ტურში. გაოცებულიც კი დავრჩით, ისეთი აქტიურები იყვნენ. შეიძლება ითქვას, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, მე-8 კლასმა განსაკუთრებით. ტესტირების პროცესი კარგად მიმდინარეობდა. დისტანცია იყო დაცული, გვქონდა ამის საშუალება და არავითარი დაბრკოლება არ შეგვქმნია“.

იფარის საჯარო სკოლის დირექტორი ციცინო ფანგანი:

„კარგად ჩაიარა „ეტალონის“ პირველმა ტურმა, 5 გამარჯვებული გვყავდა. საინტერესო ტესტები იყო, ბავშვებსაც მოეწონათ და მასწავლებლებსაც. თითოეულ კლასში გვყავდა დამკვირვებელი და ყველა კლასში გამოვლინდა გამარჯვებული. სულ 5 გამარჯვებული გვყავს. პანდემიური სიტუაცია ჩვენ თითქმის არ შეგვეხო, ამიტომ მოსწავლეთა მოტივაციაზეც არ უმოქმედია. სკოლაში ვიცავთ ყოველნაირ წესს ყოველდღიურად, თერმოსკრინინგით დაწყებული, აღრიცხვით დამთავრებული, „ეტალონში“ ჩვენს ჩართულობასა და მოტივაციაზე ვერაფერი შეაფერხებს“.

იფარის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ირმა ივანიაძე:

„ჩვენ ყველას - მშობლებს, მასწავლებლებს ძალიან მოგვწონს „ეტალონის“ პროექტი. მოსწავლეებიც აზარტულად და სიხარულით აკეთებენ ტესტებს. სკოლაც ძალიან დიდი ინტერესით ვადევნებთ თვალს, რადგან დამატებით ვიგებთ ცოდნის რა დონეზე არიან ბავშვები. დავიცავით რეკომენდაციები, ასევე ინსტრუქციაც და მე-8 კლასელები მეორე ტურში გადავიდნენ, მაღალქულიანები არიან. ჩვენ ყოველთვის ვითანამშრომლებთ „ეტალონთან“ !“

ასევე იხილეთ: 

მესტიის სკოლების მოსწავლეთა საყურადღებოდ

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია 3 ივნისს დასრულდება - დოკუმენტების ჩამონათვალი და სხვა  მნიშვნელოვანი ინფორმაცია

 სკოლების შესახებ გადაწყვეტილებებს 16 კაციანი კომისია მიიღებს - დეტალები 

ექსპერტთა შერჩევის მიზნით ვაკანსია გამოცხადდა - ვადები და დეტალები

შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან

ცენტრს უფლება აქვს აბიტურიენტს მოსთხოვოს ატესტატის ასლის მიტანა

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი“...

სკოლები

შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან

დაბა სიონის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა 9 პირველკლასელმა

დირექციამ და პედაგოგებმა ახალგაზრდების წამატებისკენ სავალი გზა დაულოცეს

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება