სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პედაგოგებს, რომლებიც ონლაინ გაკვეთილებს ატარებენ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მიმართავს
29-09-2020
-
+


მასწავლებელთა ნაწილი ონლაინ გაკვეთილებს თავისით teams-ში შექმნილ კლასებში ატარებს, ვინაიდან მათ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილი კლასები არ გამოჩენიათ. თუმცა როგორც უწყებაში აცხადებენ, 1 ოქტომბრიდან კლასები ყველას გამოუჩნდება. უწყება კი პედაგოგებს ურჩევს, გაკვეთილები განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილი კლასებიდან ჩაატარონ.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის განმარტებით, მათ შექმნილ კლასებს გარკვეული უპირატესობები აქვს. 

„იმ შემთხვევაში, თუ მუშაობთ თქვენს მიერ შექმნილ გუნდებში და ასევე გამოგიჩნდებათ ემისის მიერ შექმნილი გუნდები (კლასები საგნებად), სასურველია გააგრძელოთ მუშაობა ემისის მიერ შექმნილ გუნდში.

თქვენს მიერ შექმნილ გუნდში მუშაობის გაგრძელება არ წარმოადგენს პრობლემას. თუმცა ემისის მიერ შექმნილი გუნდის უპირატესობა მდგომარეობს შემდეგში:

სკოლის მიერ, მოსწავლის მონაცემების Eschool-ში ასახვის და კლასზე განაწილების შემდეგ, eschoo-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით აისახება თიმსში ცვლილება შესაბამის საგანზე.

თუ შეიცვლება კლასის მასწავლებელი, ახალი მასწავლებელი გუნდში ჩანაცვლდება ავტომატურად და ძველი წაიშლება;

გუნდებს შორის არჩევანის გაკეთების შემდეგ, არასასურველი გუნდები წაშალეთ (წაშლამდე აუცილებლად შეამოწმეთ წევრების სია და ნახეთ მფლობელი თქვენ გარდა სხვა მასწავლებელიც ხომ არ არის და ასევე გადაამოწმეთ სხვა მასწავლებლის კლასში ხომ არ ხართ შემთხვევით).

სადაც ავტომატურად გამოჩენილ კლასებში მოსწავლეები არ გიჩანთ, დაელოდეთ ორშაბათამდე, დრო სჭირდება რომ აისახოს და თუ გაკვეთილის ჩატარებაში ხელი გეშლებათ შემდეგ შეგიძლიათ დაამატოთ ახალ კლასში შესაბამისი მოსწავლეები, თუ არ გამოჩნდა მანამდე“, - ნათქვამია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ გავრცელებულ ინგორმაციაში.

უწყების განცხადებით, 1 ოქტომბრისთვის სავარაუდოდ გამოჩნდება ყველასთან კლასები.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება