სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

Izrune.ge-ს პირველი პრეზენტაცია აჭარაში გაიმართა
11-10-2017
-
+


''ეტალონის'' ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი აჭარის ა/რ ტერიტორიაზე არსებული საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეების შესახებ. განიხილეს ის სტრატეგიული მეთოდები, რომლებიც სწავლის ხარისხისა და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებას, მშობელთა სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობას შეუწყობს ხელს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და ახალ, ინოვაციურ პროექტს - Izrune.ge-საც შეეხო.

Izrune.ge მოსწავლეთა ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალია, ინდივიდუალური ტესტირების თანამედროვე საიტი, რომელიც სულ მალე დაიწყებს ფუნქციონირებას.

საიტის მიზანია, მოსწავლეების მშობლებს ან/და ოჯახის წევრებს მიეცეთ საშუალება: თანამედროვე ტექნოლოგიებით უშუალოდ იზრუნონ შვილების განათლებაზე, სისტემატურად და პირადად შეაფასონ შვილების განათლებისა და უნარ-ჩვევების დონე, ოჯახი მეტი აქტივობით ჩაერთოს შვილების აღზრდა-განათლება-წახალისებაში.

ყოველი თვის ბოლო კვირა დღე გამოცხადდება შვილებზე ზრუნვის დღედ. სადაც არ უნდა იმყოფებოდეს მშობელი, საშუალება ექნება შვილი გვერდით მოისვას და უშუალოდ იზრუნოს მის აღზრდა-განათლებაზე ინდივიდუალურად მორგებული ტესტების მეშვეობით.

ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელი გოჩა დავითაძე მიიჩნევს, რომ პროექტ Izrune.ge-ში ყველა ჩაერთვება:

''შეხვედრაზე ორი საკითხი განვიხილეთ - ვებ-გვერდი Etaloni.ge და ახალი საგანმანათლებლო პორტალი Izrune.ge, რომლის საშუალებითაც ყოველი თვის ბოლო კვირა დღე გამოცხადდება შვილებზე ზრუნვის დღედ. გოჩა ტყეშელაშვილმა მოგვაწოდა დეტალური ინფორმაცია. ორივე ძალიან კარგი პროექტია. რაც შეეხება Izrune.ge-ს, მისი მეშვეობით მშობელი ოჯახიდან გაუსვლელად შეამოწმებს შვილის ცოდნას. ვფიქრობ, ამ პროექტში ყველა ჩაერთვება.''

ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელის მადონა გოგიტიძის თქმით, izrune.ge-ს მეშვეობით, მშობლების ჩართულობა შვილების სასკოლო ცხოვრებაში ქმედითი გახდება:

''Izrune.ge ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან საგანმანათლებლო პროცესში მესამე რგოლს - მშობლებს რთავს. მათი ჩართვა ამ ტესტირების სახით, ძალიან მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე საიტ Etaloni.ge-ს შესახებაც იყო საუბარი. სკოლებისთვის ერთგავარი წახალისებაა, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა, ერთ გვერდზე განათავსონ ინფორმაცია. ამით საქართველოს მასშტაბით არსებული სკოლები კიდევ უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს და ეცნობიან ერთმანეთის წარმატებებს, მიღწევებს. ამასთან, სწავლობენ, როგორ წარმოაჩინონ ესა თუ ის საკითხი საზოგადოების წინაშე. პროექტი ინოვაციურია იმითაც, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიებია ჩართული. თქვენ იცით, რომ არის ოჯახები, რომელთაც საინფორმაციო ტექნოლოგიებთან წვდომა აქვთ, თუმცა მშობლებმა არ იციან მათი გამოყენება. პროექტი იმ მხრივაც არის საინტერესო, რომ მოსწავლეები თავიანთ მშობლებს საინფორმაციო ტექნოლოგიებს ასწავლიან. მოგეხსენებათ, ახალი თაობა უფრო მოტივირებულია თანამედროვე ტექნოლოგიებში და შესაბამის უნარ-ჩვევებსაც ფლობს, ვიდრე ძველი.''

ხულოს რესურსცენტრის ხელმძღვანელი ედუარდ მიქელაძე მიიჩნევს, რომ izrune.ge საგანმანათლებლო სფეროში დიდი და მნიშვნელოვანი სიახლეა:

''izrune.ge ძალიან კარგი სიახლეა. რესურსცენტრები, როგორც საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები, მხარს ვუჭერთ, არამხოლოდ მე, არამედ ყველა. ეს არის ძალიან დიდი სიახლე, რომელიც მიმართულია, ზოგადად ცოდნის დონის ამაღლებისკენ და ასევე, მშობლების ჩართულობაზეა ორიენტირებული. ეს კი პრობლემას წარმოადგენს. მშობლები ისე აქტიურად არ არიან ჩართულები შვილების სასწავლო ცხოვრებაში, როგორც უნდა იყოს. საზოგადოება უნდა იყოს ჩართული მოსწავლეების სასწავლო პროცესებში, უპირველეს ყოვლისა, კი მშობელი. რა თქმა უნდა, მივესალმებით ამ პროექტს.''

ქედის რესურსცენტრის ხელმძღვანელი დურმიშხან შავიშვილი აღნიშნავს, რომ ახალი წამოწყება წარმატებული იქნება:

''შეხვედრაზე საუბარი შეეხო განათლების სფეროში მიმდინარე საკითხებს. მათ, შორის მთავრი იყო izrune.ge. ჩემი აზრით, ძალიან კარგი წამოწყებაა და ვფიქრობ, რომ გაამართლებს და წარმატებული იქნება. აქტიურად ჩაერთვებიან როგორც მოსწავლეები, ასევე მშობლები.''

შუახევის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ედუარდ გოგრაჭაძე საგანმანათლებლო სივრცეში ახალი პორტალის გამოჩენას მიესალმება და აღნიშნავს, რომ ამ პროექტში თავადაც ჩაერთვება, როგორც მშობელი:

''ჩვენ შევხვდით ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს, რომელმაც ახალი ინიციატივა წარმოგვიდგინა, გაგვაცნო საგანმანათლებლო პორტალი izrune.ge. ინიციატივა ნამდვილად მისასალმებელია. პროექტი ხელს შეუწყობს მშობლების ჩართულობას სასწავლო პროცესში, გაააქტიურებს მათ. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ პროექტი წარმატებული იქნება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ხელს შევუწყობთ. მშობლებს ინფორმაციას მივაწვდით ამ პორტალის შესახებ და მოხარულები ვიქნებით მათი ჩართულობით. მე, როგორც მშობელი, აუცილებლად ჩავერთვები ამ პროექტში, რომ ვნახო როგორია ჩემი შვილის ზოგადი განვითარების დონე. არამხოლოდ სკოლის შეფასებას დავეყრდნო, არამედ შევაფასო სხვა მხრივაც.''

კომენტარები


ეტალონი

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

ვაკანტური ადგილები მთელი საქართველოს მასშტაბით არის გამოცხადებული

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„სამინისტრომ 1130 სასამართლო დავა წააგო და დარჩენილი 130-იც წაგების პროცესშია“... - მინისტრის მოადგილე კანონში ცვლილების აუცილებლობაზე

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

ეშტიის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის დღის აღსანიშნავად მოსწავლეების შთამბეჭდავი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

„ჟვანიას სკოლის როლი“ - ეშტიის მეორე საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა

გორელოვკის №3 საჯარო სკოლის მოსწავლის მარიამ ხითარიშვილის საერთაშორისო წარმატება - შინკიოკუშინის კარატეს ფესტივალზე საპრიზო ადგილი დაიკავა

„დედამიწა ჩვენი სახლია“ - ეკოლოგიური ცნობიერების გაკვეთილი თხინვალის საჯარო სკოლაში

 

„ჩვენ ვართ მათი ხმა“ -განძის №2 საჯარო სკოლაში სომეხთა გენოციდის ხსოვნის დღე აღნიშნეს

საინტერესო

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება