სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დამოუკიდებლობა, საერთაშორისო განათლება და მეტი სიახლე - მიზეზების ჩამონათვალი, რის გამოც ოთო კალანდაძემ KIU აირჩია
25-09-2020
-
+


ოთო კალანდაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველკურსელია, რომელიც 100 გრანტით ჩაირიცხა და სამომავლოდ დიდი გეგმები აქვს. 

როგორც ოთო გვეუბნება, KIU-ში ჩაბარების ერთ-ერთი მიზეზი დამოუკიდებლობის მოპოვება და სიახლეების სიყვარულია. მისი თქმით, სკოლაშიც აქტიური და დამოუკიდებელი იყო და ახლაც, ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება სრულიად ახალ გარემოში და ახალი შესაძლებლობებით სურს.

ოთო კალანდაძე: რუსთავის მე-2 საჯარო სკოლა დავამთავრე. საკმაოდ აქტიური მოსწავლე ვიყავი. მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარეც ვიყავი ერთი წელი. ყველაზე დასამახსოვრებელი და რაც ამ პერიოდის განმავლობაში გავაკეთე, იყო რუსთავის თეატრში ჩატარებული საქველმოქმედო კონცერტი, რომელიც ჩვენი სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის დასახმარებლად გაიმართა. მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და კონცერტის ჩატარების მიზანი სწორედ მისი დახმარება იყო. დაახლოებით 500 ბილეთი გავყიდეთ და საკმაოდ სოლიდური თანხაც შეგვიგროვდა, რაც შემდგომ ამ მოსწავლეს გადავეცით. ყველაზე მნიშვნელოვან აქტივობად დღეს ამას ვთვლი, რადგან სხვა შემთხვევაში ძირითადად გასართობი ღონისძიებები და აქტივობები გვქონდა. ამის შემდგომ მეთერთმეტე კლასში უკვე რუსთავის თვითმმართველობის გაერთიანების თავმჯდომარე ვიყავი და სხვადასხვა აქტივობებშიც ჩავერთე. 

- სწავლის გარდა რით ხარ დაკავებული, რა არის საყვარელი საქმიანობა ან ჰობი?

- ძალიან მიყვარს მუსიკა, თავადაც გიტარაზე ვუკრავ, ასევე ბუნება, ლაშქრობები. ვარ სკაუტი, რუსთავის სკაუტური ორგანიზაციის წევრი, სწავლის დაწყების შემდგომ ამას ალბათ ვეღარ მოვახერხებ და იმერეთის ორგანიზაციაში გადავალ, მაგრამ ბუნება და ბუნებასთან ახლოს ყოფნა, ბანაკები, ლაშქრობა ძალიან მიყვარს.

- პროფესიის არჩევა რამდენად მარტივი იყო შენთვის, თავიდანვე იცოდი რა გინდოდა?

- კომპიუტერულ მეცნიერებების ფაკულტეტზე ჩავირიცხე. გადაწყვეტილება მეთორმეტე კლასში მივიღე. იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ აქტიური ვიყავი ბევრ სფეროსთან მქონდა შეხება და ყველაზე მეტად სწორედ ეს მიმართულება მომეწონა. ამიტომაც,  საბოლოოდ, სწორედ კომპიუტერულ მეცნიერებებზე შევაჩერე არჩევანი.   

- რატომ KIU?

- პირველ რიგში, დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის გამო ავირჩიე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. თბილისში რომ ჩამებარებინა, ისევ რუსთავში ვიცხოვრებდი და იქიდან მომიწევდა სიარული. ახლა გაცილებით მეტი დამოუკიდებლობაც მექნება და პასუხისმგებლობაც. ჩავთვალე, რომ ეს კარგი საშუალება იყო ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყებად. რა თქმა უნდა, გარკვეული კითხვები მქონდა, რადგან წელს მიიღო უნივერსიტეტმა სტუდენტების პირველი ნაკადი, თუმცა რომ დავფიქრდეთ, ეს ახალგახსნილი უნივერსიტეტი ყველაფერს მაძლევს და გარკვეულ შემთხვევებში იმაზე მეტსაც, ვიდრე უკვე არსებული უმაღლესები მთავაზობდნენ. 

- როგორ ფიქრობ, დამოუკიდებლობის გარდა, რის მოცემა შეუძლია KIU-ს შენთვის?

- იქიდან გამომდინარე, რომ KIU მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობს, მგონია რომ ძალიან კარგი რესურსია. მიუნხენის უნივერსიტეტი ერთ-ერთი მოწინავეა ევროპაში და ვფიქრობ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს საკმარისი რესურსი ექნება იმისთვის, რომ საერთაშორისო განათლება მივიღო. რა თქმა უნდა, წინასწარ გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ მგონია რომ გაამართლებს ჩემს მოლოდინებს. 

- თუ გიფიქრია, უნივერსიტეტის შემდგომ სად იმუშავებდი, სად ხედავ შენს თავს?

- მგონია, რომ სწავლის პროცესში უფრო მეტად მივხვდები, სად მინდა და რა მიმართულებით გაგრძელება. ასე შორს არ მიფიქრია, თუმცა ერთ-ერთი გამოწვევა არის ილონ მასკის კომპანია, თუმცა რამდენად მენდომება ამერიკაში ცხოვრება ან მათთან მუშაობა უნივერსიტეტის დასრულების შემდგომ, ამაზე პასუხის გაცემა ახლა გამიჭირდება. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება