| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქვედა სამების საჯარო სკოლაში, კორონავირუსის პანდემიის გამო, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს. ადმინისტრაცია ზრუნავს მოსწავლეთა და პედაგოგთა ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, სწორედ ამიტომ სკოლაში რეკომენდაციები მაქსიმალურად დაცულია. დირექცია იმედოვნებს, რომ სწავლა უახლოეს მომავალში დისტანციურიდან საკლასო ოთახებში გადაინაცვლებს.
„მოგეხსენებათ, ქვეყანაში არსებული სიტუაციის გამო საქართველოს 5 დიდ ქალაქში სწავლა 15 სექტემბერს განახლდა დისტანციურად, მათ შორის ჩვენს სკოლაშიც. ქვედა სამების საჯარო სკოლამ სწავლა დაიწყო დისტანციურად...თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ქვედა სამების საჯარო სკოლამ გაითვალისწინა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ყველა რეკომენდაცია და სკოლა აღიჭურვა ყველა იმ საშუალებით, რაც საჭიროა არსებულ სიტუაციაში სწავლის უსაფრთხო გარემოში დასაწყებად, რადგან უპირველასად, ჩვენთვის მთავარია ჩვენი მოსწავლეებისა და პედაგოგების ჯანმრთელობა.
სიამაყით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ქვედა სამების საჯარო სკოლამ წარმატებით გაიარა შემოწმება და მზად არის სასწავლო პროცესის განახლებისთვის. ჩვენს მოსწავლეებსა და პედაგოგებს სრულიად უსაფრთხო გარემო დახვდებათ....ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მალე შევხვდებით მონატრებული სკოლის კედლებში...“-წერია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა