სიახლეები
სიახლეები

მოასწრებენ თუ არა მასწავლებლები პროგრამის სრულად გავლას 35-წუთიანი გაკვეთილებით - ესგ-ს შეკვეცა დღის წესრიგში დადგება?
29-09-2020
-
+


ეროვნულ სასწავლო გეგმაში, მინისტრის ბრძანებით, გაკვეთილების ჩატარების დრო, მოსწავლეთა შეფასების კომპონენტები და პედაგოგთა დატვირთვის საათები განისაზღვრა, თუმცა პროგრამული ნაწილი ხელშეუხებელი დარჩა.

საქმე ის გახლავთ, რომ გასული სასწავლო წლის დასასრულს, პედაგოგთა უმრავლესობა ერთხმად აღიარებდა, თუ დისტანციური სწავლის საჭიროების წინაშე კვლავ აღმოჩნდებოდა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა, ისინი უბრალოდ ვერ შეძლებდნენ მოსწავლეებთან პროგრამის სრულყოფილად გავლას და სხვათა შორის, მაშინვე ითხოვდნენ, ესგ-ში ამ კუთხით ცვლილებები შესულიყო.

გასაგებია, რომ იმ ფორსმაჟორში, რაც მაშინ სრულიად ქვეყანაში იყო, ამისთვის არავის ეცალა; ისიც გასაგებია, რომ დისტანციური სწავლების დანერგვით, გარკვეული პრობლემები მოგვარდა - თუნდაც ის, რომ 2019-2020 აკადემიურ წლად არ გამოცხადდა, მაგრამ თუ მაშინ მთავარი იყო, სასწავლო წელი დაგვეხურა და ონლაინ-გაკვეთილების ხარისხზე ყურადღებას არავინ ამახვილებდა, დღეს მსგავსი მოცემულობა ხომ აღარაა?

„ჩაითვალოს, რომ ისწავლეს“ - ამაზე დღეს აღარც მშობლები წამოეგებიან და აღარც მოსწავლეები; ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მსგავსი ინდიფერენტიზმი არც მასწავლებლების იმიჯზე იმოქმედებს დადებითად, არადა 35-წუთიან გაკვეთილზე ბევრი არაფრის გაკეთება რომ არ შეიძლება, ეს ყველამ ვიცით; მით უმეტეს, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს მასშტაბით, სწავლა ზოგან დისტანციურად მიმდინარეობს.

ჰოდა, ბუნებრივია, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, კვლავ ჩნდება ლოგიკური კითხვა - მოასწრებენ თუ არა მასწავლებლები, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამის სრულყოფილად გავლას - სწრაფად და თან ხარისხიანად, ან ხომ არ განიხილება ესგ-ს პროგრამული ნაწილის შეკვეცა, რათა მოსწავლეებმა პროგრამით გათვალისწინებული საკითხები კი არ ჩაარახრახონ, არამედ, საფუძვლიანად აითვისონ.

სწორედ ამ კითხვით, Etaloni.ge-მ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ხელმძღვანელს, მაია კობახიძეს მიმართა:

 - ბუნებრივია, პანდემიიდან გამომდინარე, ესგ-ც ალბათ უნდა შეიცვალოს, თუმცა ამაზე საუბარი პანდემიამდეც იყო - ეროვნული სასწავლო გეგმა არ არის მოქნილი დოკუმენტი. ცვლილებებს საჭიროებს, პირველ რიგში იმიტომ, რომ ის გასაგები უნდა იყოს მასწავლებლებისთვის - უფრო მარტივად წასაკითხი და შინაარსობრივად დამუშავებული.

- ამ შემთხვევაში, პროგრამულ ნაწილზეა საუბარი, ქალბატონო მაია, მით უმეტეს, მასწავლებლები ჯერ კიდევ აპრილში ამბობდნენ, პანდემიის, შეკვეცილი და მით უმეტეს, დისტანციური გაკვეთილების ფონზე, მისი შესრულება ადვილი არ იქნებოდა.

- დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ ის, რომ დისტანციური სწავლება სიახლეა, რომელსაც მასწავლებლებმა ძალიან კარგად გაართვეს თავი; გმირობის ტოლფასი იყო ის, რაც მათ შეძლეს, განსაკუთრებით რეგიონებში, რათა სასწავლო წელი არ ჩავარდნილიყო და გაეგრძელებინათ მოსწავლეებთან კომუნიკაცია.

ორი აზრი არ არსებობს - დისტანციური სწავლება ვერასოდეს ჩაანაცვლებს საგაკვეთილო პროცესს, მაგრამ როგორც გადაუდებელი ღონისძიება, ისე უნდა განვიხილოთ და თუ კვლავ მოგვიწია ამ ფორმატზე დარჩენა, შესაბამისი ნორმები უნდა შევიდეს ეროვნულ სასწავლო გეგმაშიც.

სხვათა შორის, ესგ-ს შეკვეცაზე თავის დროზე მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელმა, ბერიკა შუკაკიძემაც ისაუბრა და განაცხადა: „ეროვნული სასწავლო გეგმა რომ გაიგო, უნდა იყო განათლების სპეციალისტი და მჩხიბავი ერთად. ოღონდ შეიკვეცებოდეს და კორონას განმეორებას ავიტან“... ამ ყველაფრიდან გამომდინარე კი გამორიცხული არ არის, სწორედ ახლა - არცთუ სახარბიელო ეპდისიტუაციის ფონზე, ესგ-ს შეკვეცის საკითხი უფრო მწვავედაც დადგეს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

პირველკლასელთა ასაკობრივი შეზღუდვის საკითხს სახალხო დამცველი შეისწავლის

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, 2026 წლის 2 მარტიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ლიკვიდირებულია

მანდატურის სამსახურმა ვაკანსია 64 ახალი კადრის მისაღებად გამოაცხადა 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - წელს ასტროლინგვისტიკისა და ასტროარქეოლოგიის პროგრამაზე ვეღარ ჩააბარებთ

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლის მასწავლებელი და საქმის მწარმოებელი თეა ბჟალავა პასუხობს

სკოლები

მოსწავლეებმა იმსჯელეს და დაადგინეს ორი ნიშანი, რომლებიც განსაზღვრავს ნაწარმოების ჟანრს, გაარკვიეს მოცემული ნომერი საგუნდოა თუ საანსამბლო

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

„25 თებერვალი გვახსენებს, რომ თავისუფლება ფასდაუდებელია და მისი დაცვა თითოეული მოქალაქის ვალია“

 

 

სკოლაში ახარებთ ხელოვნების პედაგოგის პედაგოგის საინტერესო ინიციატივები და მოსწავლეთა შემოქმედებითობა

საინტერესო

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

დაწყებითი საფეხურის მოსწავლების ნაწილი სახელმძღვანელოს გადაფურცვლას „სქროლვით“ ცდილობს - კვლევა ბრიტანეთში 

სიახლეები
საზოგადოება