სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კონტუათის საჯარო სკოლამ სასწავლო წელი რეგულაციების დაცვით დაიწყო
16-09-2020
-
+


ხონის მუნიციპალიტეტის კონტუათის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი რეკომენდაციების სრული დაცვით დაიწყო. დირექციამ მშობლებს მიმართა და კიდევ ერთხელ შეახსენა გასათვალისწინებელი წესები:

„ახალი სასწავლო წელი, ახალი რეალობის მიხედვით მობილიზებულებმა დავიწყეთ. პირველმა დღემ ყოველგვარი შეფერხების გარეშე და ამაღლებული განწყობით ჩაიარა, მომავალსაც იგივე იმედით ვუცქერთ!

ძვირფასო მშობლებო, გვინდა შეგახსენოთ ის რეკომენდაციები, რომელთა დახმარებით ჩვენ ერთობლივად შევძლებთ გავუმკლავდეთ კოვიდ 19-ით (კორონავირუსით) გამოწვეულ სირთულეებს.

პირველ რიგში, მოსწავლეს დილით სახლიდან გამოსვლამდე უნდა გაუზომოთ ტემპერატურა, თუ დაუფიქსირდება 37 და მეტი, ანდაც ამაზე დაბალი, მაგრამ თქვენი შვილისთვის უკვე საყურადღებო სხეულის ტემპერატურა, ან ექნება ავადმყოფობის სხვა ნიშანი: ხველა, სუნთქვის გაძნელება, გამონადენი ცხვირიდან, ყელის სიმშრალე და ა.შ არ გამოუშვათ სკოლაში; მიმართეთ ოჯახის ექიმს, ასევე დაუკავშირდით დამრიგებელს და შეატყობინეთ გამოუცხადებლობის მიზეზი.

საჭიროა ყველა ბავშვს ჰქონდეს სასმელი წყალი, სათავსზე თავისი სახელისა და გვარის მითითებით და ატარონ ყოველდღიურად.
საკვები უნდა ჰქონდეთ სპეციალური კონტეინერით.
მოსწავლე სკოლაში უნდა გამოცხადდეს თმაშეკრული.
ბავშვებს უნდა გამოატანოთ პირბადე, რაც მათ შეიძლება დაჭირდეთ ტრანსპორტით სარგებლობისას, ანდა გაკვეთილებს შორის შესვენებების დროს.

ასევე გვინდა გთხოვოთ, აუხსნათ შვილებს, რომ მიუხედავად დიდი ხნის უნახაობისა, თავი უნდა შეიკავონ ახლო კონტაქტისგან, განსაკუთრებით, კოცნისაგან, თუ გადახვევისგან, სასწავლო წლის, როგორც პირველ დღეს,ასევე შემდეგ.

ვისურვოთ შეუფერხებელი და წარმატებებით აღსავსე სასწავლო წელი, ჩვენ კი, სავსებით გახსნილი და მოწადინებული ვართ თქვენთან ინტერაქტიული ურთიერთობისთვის, როგორც ზემოთხსენებული, ისე, სხვა ნებისმიერი საკითხის მიმართ“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება