| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბათუმის N23 საჯარო სკოლის აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. სკოლას ჰყავს გრანტის მფლობელებიც.
„ბათუმის N23 საჯარო სკოლა სიამაყით აღნიშნავს, რომ 2019-20 სასწავლო წელს 25 კურსდამთავრებულიდან გვყავდა ოცი აბიტურიენტი, ოცივემ წარმატებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები და ჩაირიცხნენ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. გვყავს გრანტის მფლობელებიც.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის კლასის ხელმძღვანელსა და თითოეულ მასწავლებელს, რომლებმაც ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების მიუხედავად არ დაიშურეს ძალისხმევა, რათა აბიტურიენტებს მიეღწიათ სასურველი მიზნისთვის. მასწავლებლის ჯილდო მოსწავლის წარმატება და ბედნიერი ღიმილია. სკოლა ულოცავს აწ უკვე სტუდენტებს ამ დიდ გამარჯვებას და წარმატებას უსურვებს ცხოვრების ახალ ეტაპზე.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“