| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარიამ კახაძე, მაკა შავაძე, გვანცა შაინიძე და თამთა ბერიძე - ასლან შაინიძის სახელობის დისველის საჯარო სკოლა მე-7 კლასელ წარჩინებულ მოსწავლეებს გვაცნობს. ბავშვებმა საკუთარი ნიჭი და უნარები კარგად წარმოაჩინეს. ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულები სკოლაში მიმდინარე ღონისძიებებსა თუ პროექტებში.
„ასლან შაინიძის სახელობის დისველის საჯარო სკოლის მრავალწლიანმა საგანმანათლებლო კერამ უამრავი ნიჭიერი მოსწავლე გამოზარდა. ისინი ცოდნის დიდ ასპარეზს აჭარული დიდსულოვნებითა და მიზანმიმართულებით, დაუცხრომლად გადიან. ასახლელებენ წარმომავლობას, სკოლას და მათივე პედაგოგებს, რომლებიც დაუღალავად ასაზრდოვებენ, შეგირდების გონებაში, აღმოცენებულ ნერგს.
თითოეული ჩვენი მოსწავლე დაუზარელი და დიდი გონებრივი შესაძლებლობების მატარებელი, ჩამოყალიბებული პიროვნებაა, პასუხისმგებლობით ეკიდება და მთელი გულისყურით უერთდება პედაგოგების საგანმანათლებლო წამოწყებას, წარმატებულად წარმოაჩენს გონებრივი აზროვნების, დამოუკიდებლობის თავისებურებას. დღეს მსურს წარმოგიდგინოთ დისველის საჯარო სკოლის მეშვიდე კლასელი მოსწავლეები, რომლებმაც მოახერხეს ის, რომ ყოფილიყვნენ წარჩინებულები, გამოევლინათ გონებრივი უპირატესობები.
სწორედ ასეთ იდეოლოგიას მიეკუთვნებიან: მარიამ კახაძე, მაკა შავაძე, გვანცა შაინიძე, თამთა ბერიძე. სკოლაში სწავლის შვიდი წლის განმავლობაში მონაწილეობა მიიღეს მრავალ ღონისძიებაში, იყვნენ სხვადასხვა პროექტის სულის განმახორციელებლები. წარჩინებულები, როგორც ჰუმანიტარულ ასევე ტექნიკურ საგნებში, ხელოვნების სხვადასხვა სახეობაში. დროის განმავლობაში პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ, მასწავლებლის თითოეულ საგანმანათლებლო წამოწყებას, ღონისძიებებს, რომელიც ასევე ითვალისწინებდა ორ უცხო ენაზე წარმოდგენილ პროექტებს და სრული ჭეშმარიტებით დავსძენ, რომ ყოველივე ზემოთ თქმული, როგორც მშობლების, ასევე სკოლის ადმინისტრაციის ძალისხმევა და უზადო შრომის ნაყოფია",-აღნიშნავს სკოლის წარმომდგენელი.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას