| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

6-დან 25 ივლისის ჩათვლით, თბილისის N133 საჯარო სკოლაში საგამოცდო ცენტრი იყო გახსნილი და სკოლაც აბიტურიენტებს თითქმის ერთი თვის განმავლობაში მასპინძლობდა. დაგვეთანხმეთ, იოლი არ იყო ამ საპასუხისმგებლო მისიის შესრულება, თუმცა საბოლოოდ, ყველამ ღირსეულად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას. სკოლის დირექციამ კი ფინალური ღონისძიებით გადაწყვიტა აღენიშნა ეროვნული გამოცდების დასრულება.
„მადლობა ჩვენს საუკეთესო გუნდს, დამლაგებლით დაწყებული ყველა რგოლს, თითოეულ მეთვალყურეს, თანაშემწეს, რეგისტრატორს, IT-ებს, გამძლეობისთვის, მაღალი პასუხისმგებლობისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. საუკეთესოები ხართ საუკეთესოთა შორის, მე ვამაყობ თქვენით!!! წარმატებები ჩვენ აბიტურიენტებს, საამაყო და საიმედო თაობას უკეთესი მომავლის მშენებლობის გზაზე !!!“ - ამ სიტყვებით დაემშვიდობა თბილისის N133 საჯარო სკოლის დირექტორი, ლიანა ფუტკარაძე სასკოლო საზოგადოებას ფინალურ ღონისძიებაზე, რომელსაც არც ხალისი აკლდა და არც პომპეზურობა. ღონისძიება სადღესასწაულო ტორტის გაჭრით დაგვირგვინდა - „ასე ლამაზად იწყება და მთავრდება ყველაფერი 133-ეში“.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს