სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N45 საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი სალომე ღონღაძე საპილოტე პროგრამაზე საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს
03-08-2020
-
+


თბილისის N45 საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი სალომე ღონღაძე Minecraft-ის სასწავლო პროცესში საპილოტედ გამოყენებისას მიღებულ გამოცდილებას გვიზიარებს.

„2020 წლის გაზაფხულზე მონაწილეობა მივიღე „Minecraft Education Edition“-ის სკოლებში საპილოტედ დანერგვის პროცესში. „Minecraft Education Edition“ არის თამაშზე დაფუძნებული სასწავლო პლატფორმა, რომელიც მასში ჩართულ მხარეებს, როგორც პედაგოგებს, ასევე მოსწავლეებს აძლევს საშუალებას სახალისო და მრავალფეროვანი გახადონ სასწავლო პროცესი. ასევე „Minecraft-ის“ საშუალებით მოსწავლე ითვისებს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ მასალას, ივითარებს შემოქმედებით, კრიტიკულ აზროვნებას და ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევებს. პროექტი, რომელიც „Microsoft საქართველოსთან“ თანამშრომლობითა და კომპანიის „Mindworks Educaten“ ჩართულობით ხორცილდებოდა მოიცავდა დისტანციურ სასწავლო კურსს. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა ჩემს მოსწავლეებთან ერთად მივიღე. უნდა აღინიშნოს, რომ პროექტი ინოვაციაა ჩვენი საგანმანათლებლო სივრცისთვის, თუმცა ჩემს მოსწავლეთა დიდ ნაწილს უკვე ჰქონდა „Minecraft-ის“ თამაშის გამოცდილება. შექმნილი გლობალური პრობლემებიდან გამომდინარე ჩემს კლასში დანერგვის პროცესი დისტანციურად, Microsoft Teams-ის გამოყენებით მიმდინარეობდა. საპილოტე პროექტის ფარგლებში შევქმენი სამი კომპლექსური დავალება და შესაბამისად, განვახორციელე ჩემს მოსწავლეებთან ერთად. სამუშაო პროცესი მოიცავდა მასწავლებლის წინასწარ მომზადებას, კომპლექსური დავალების შექმნას შესაბამისი რესურსების  მითითებით, მოსწავლეების ჯგუფურ მუშაობას, როლების გადანაწილებას და საბოლოო პროდუქტის ერთად შექმნას და ბოლოს პრეზენტაციას. მიუხედავად გამოწვევებისა (ინტერნეტის და შესაბამისი მოწყობილობის არქონა; დისტანციური სწავლებისას მოსწავლეების როტაცია რეგიონებში) პროექტის პილოტირება წარმატებით დასრულდა. გაიმართა საპილოტე პროექტის ონლაინ კონფერენციასა და ფართო საზოგადოებას და ჩვენს კოლეგებს გავუზიარეთ მიღებული გამოცდილება. მომავალში აქტიურად ვგეგმავ სასწავლოპრაქტიკაში დავგეგმო „მაინკრაფტის“ გამოყენება, ვინაიდან „Minecraft Educatio Edition“ იდიალური პროგრამაა მოსწავლეებთან კომპლექსურ დავალებებზე სამუშაოდ“,-აღნიშნავს პედაგოგი.

იხილეთ ფოტო


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება