სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პედაგოგთა ახალ სქემაში მასწავლებლის სახლს ცვლილება შეაქვს - ცენტრმა პედაგოგის საჩივარი დააკმაყოფილა
02-08-2020
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ერთ-ერთი პედაგოგის საჩივარი დააკმაყოფილა და მასწავლებლის მიერ მოთხოვნილი საკითხის შესახებ მასწავლებლის სახლმა ცვლილება უკვე მოამზადა.  

პედაგოგის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის შესახებ ინფორმაცია etaloni.ge-მ გაავრცელა. როგორც ჩვენ ვწერდით, მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით ერთ-ერთმა პედაგოგმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა. პედაგოგი დოქტორის აკადემიური ხარისხის მოპოვების გზით უფროსი მასწავლებლისთვის წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების უფლების დოკუმენტში შეტანას ითხოვდა. 

აღნიშნული მოთხოვნას მასწავლებლის სახლმა დადებითად უპასუხა. პედაგოგისთვის მიწერილ ოფიციალურ წერილს ხელს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე აწერს და მასში აღნიშნულია, რომ 2020-2021 სასწავლო წლის II სემესტრის დაწყებამდე უფროს მასწავლებელს დოქტორის აკადემიურ ხარისხის მოპოვების შემთხვევაში, წამყვანი მასწავლებლის სტატუსს მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელი მიანიჭებს.  

„ცენტრის მიერ მომზადებულია ცვლილება მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში, რომლის თანახმადაც 2020-2021 სასწავლო წლის II სემესტრის დაწყებამდე სქემაში განაწილებული უფროსი მასწავლებელი, დოქტორის აკადემიური ხარისხის მოპოვების შემთხვევაში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მოიპოვებს წამყვანი მასწავლებლის სტატუსს“ - წერია პედაგოგისთვის მიწერილ პასუხში.

შეგახსენებთ, რომ ახალ სქემით გარდამავალ პერიოდში პრაქტიკოს მასწავლებელს ეძლევა უფლება დაასრულოს დაწყებული აქტივობა და დოქტორის აკადემიური ხარისხის მოპოვების შემთხვევაში გახდეს უფროსი მასწავლებელი, კარიერული წინსვლის ანალოგიურ უფლებას ამჟამინდელი სქემა უფროს მასწავლებელს არ აძლევს. როგორც აღნიშნული წერილიდან ირკვევა, მომზადებული ცვლილებების დამტკიცების შემდეგ ეს გასწორდება და ყველა პედაგოგი თანაბარ პირობებში იქნება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება