სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო სტუდენტების რიცხვი გაიზარდა - რომელი უნივერსიტეტებია ყველაზე პოპულარული ჯანდაცვის პროგრამებზე?
31-07-2020
-
+


საერთაშორისო სტუდენტების რიცხვი საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2009-19 წლებში გაიზარდა 16-ჯერ 13.3 ათასამდე - ასეთია GALT&TAGGART-ის კვლევა. 

საერთაშორისო სტუდენტების რიცხვი საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2009-19 წლებში გაიზარდა 16-ჯერ 13.3 ათასამდე. შედეგად, უცხოელი სტუდენტების წილი საქართველოში მთლიანი ჩარიცხვების 8.7%-ს შეადგენს, რაც რეგიონის და ევროპის ბევრი ქვეყნის მაჩვენებელს აღემატება. მიმდინარე რეფორმებისა და ხარისხის მოსალოდნელი გაუმჯობესების, კერძო სექტორის ჩართულობის, უცხოურ უნივერსიტეტებთან ერთობლივი პროგრამების და ქუთაისის
ტექნოლოგიური უნივერსიტეტის განვითარების გათვალისწინებით, საქართველოს აქვს პოტენციალი გახდეს განათლების ჰაბი რეგიონში.

საერთაშორისო სტუდენტების უმეტესობა არის ინდოეთიდან (51.3% 2019/20 წელს) და აზერბაიჯანიდან (10.1%). უცხოელ სტუდენტთა გამოკითხვის 6 მიხედვით, მათი მხრიდან მზარდი მოთხოვნის ძირითადი  მიზეზებია: უსაფრთხოება, ხელმისაწვდომობა (დაბალი წლიური გადასახადი და ცხოვრების საფასური), ქართული დიპლომის საერთაშორისო აღიარება, ვიზის აღების სიმარტივე და განათლების ხარისხი.

საერთაშორისო სტუდენტებისთვის სწავლება საქართველოს სასწავლო დაწესებულებებში ძირითადად მიმდინარეობს ინგლისურ და რუსულ ენებზე.

საქართველოს აქვს პოტენციალი გახდეს განათლების რეგიონული ჰაბი

უცხოელი სტუდენტები უპირატესობას ანიჭებენ კერძო უნივერსიტეტებს. 2019/20 სასწავლო წელს კერძო დაწესებულებებში სწავლობდა 8.9 ათასი საერთაშორისო სტუდენტი (საერთო რაოდენობის 66.8%), ხოლო სახელმწიფო ინსტიტუტებში - 4.4 ათასი (43.2%).

სამედიცინო პროგრამები ყველაზე პოპულარულია საერთაშორისო სტუდენტებში და მათ 80%-ს იზიდავს. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და ორი კერძო - ნიუ ვიჟენ და საქართველოს უნივერსიტეტები არიან ყველაზე მიმზიდველი დაწესებულებები უცხოელი სტუდენტებისთვის, ერთად 42.9%-იანი წილით ჯამურ მობილობაში.

ჯანდაცვის პროგრამები, რომლებიც ყველაზე პოპულარულია საერთაშორისო სტუდენტებში, იხილეთ ცხრილში: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება