სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

11 წლის ზუგდიდელი იუთუბერი, რომელიც ანიმაციურ ფილმებს ქმნის - „დედას არ მოსწონდა, კომპიუტერთან დიდხანს რომ ვმუშაობდი, ახლა კი მეუბნება - დახატეო“
17-07-2020
-
+


ნათია იზორიას ანიმაციურ ფილმებს Youtube-ზე საკმაოდ ბევრი ნახვა აქვს, თუმცა ეს ამბავი ორმაგად საინტერესო იმიტომაა, რომ გოგონა ჯერ 11 წლისაა და უკვე ასი ათასობით გულშემატკივრით შეუძლია იამაყოს.  ანიმაციური ფილმის 800 000-მდე ნახვის გამო, Google-მა იგი წარმატებულ „იუთუბერად“ დაასახელა და  1000€ (ფულადი ჯილდო ) გადასცა. როდის და როგორ დაიწყო ხატვა და როგორ მიაღწია ზუგდიდის ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლემ ისეთ წარმატებას, რომ ახლა უკვე ცნობილი არხი აქეთ უხდის „ხელფასს“, Etaloni.ge-ს ნათია იზორია თავად უამბობს.

- ხატვა 2 წლის წინ დავიწყე, თუმცა მაშინ, სიმართლე გითხრათ, ვერც კი წარმოვიდგენდი, ამხელა წარმატებას თუ მივაღწევდი. ახლა უფრო მეტ ვიდეოს ვტვირთავ.

- ხატვა ვინ გასწავლა?

- თვითონ ვისწავლე... თუმცა თავიდან ეს ყველაფერი დედიკოს არ მოსწონდა, რადგან კომპიუტერთან ჯდომა დიდხანს მიწევდა.

- ახლა რა განწყობა აქვს დედას?

- პირიქით, მეუბნება, დახატეო…დარწმუნდა, რომ ამ საქმეს სერიოზულად მოვკიდე ხელი და თან შემოსავალიც მომიტანა, აღარ აპროტესტებს.მეც ვცდილობ, დრო ისე გადავანაწილო, 5-6 საათი არ მომიწიოს კომპიუტერთან მუშაობა.

- ნათია, ბავშვებშიც ალბათ პოპულარული ხარ...

- ჩემი მეგობრები მხარში მიდგანან და ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს.

- იდეები საიდან მოდის?

- ბევრს ვფიქრობ და როდესაც რაღაც თემაზე ვიწყებ მუშაობას, ეს ყველაფერი ნახატებად გადამაქვს... ხოლო ვიდეოს კეთებისას, ახალ-ახალი იდეები თავისით მოდის.

- სწავლაში ხელი არ გეშლება?

- არა, კარგად ვსწავლობ, მაღალი ნიშნებიც მყავს, ყველაზე მეტად მათემატიკა და ინგლისური მიყვარს და როდესაც მეცადინეობას ვასრულებ, შემდეგ ვიწყებ ხოლმე ხატვას.  

- სკოლას რომ დაამთავრებ, რას აპირებ?

- თანამედროვე ტექნოლოგიებს ავირჩევ და სწავლასაც ამ მიმართულებით განვაგრძობ.

ნანა ჩუხუა (ნათიას მშობელი): - ნათია ხშირად უყურებდა ვიდეოებს, აკეთებდა ჩანახატებს, ფურცელზეც ხატავდა, კომპიუტერშიც, თუმცა დიდად არ მომწონდა, კომპიუტერთან დიდ დროს რომ ატარებდა. პანდემიის პირობებში, მეტად რომ მოგვიწია სახლში ჯდომა, საკუთარ თავზე ბევრს მუშაობდა. მეც, რა თქმა უნდა, ვამხნევებდი, პირველი ვიდეო რომ შექმნა და ატვირთა, მისი სიხარული ყველამ გავიზიარეთ - 11 წლის ბავშვისთვის ეს მარტივი საქმე არაა; ძალიან უხაროდა, ნახვების რაოდენობა რომ იზრდებოდა, გამომწერებიც ემატებოდა, თუმცა მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, ამხელა წარმატებას თუ მიაღწევდა და თან ისე, რომ თანხასაც ჩაურიცხავდნენ. ახლა ნათიას შემოსავალიც აქვს და ცდილობს, უკეთესი პროდუქტი დადოს. ჩვენი ცხოვრებაც პოზიტიური კუთხით შეიცვალა, ბავშვს საკუთარი შრომით აქვს შემოსავალი და თავადაც უზომოდ ბედნიერია.  


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

სახელმწიფო უნივერსიტეტებში მობილობის წესები იცვლება – რა შეზღუდვები ამოქმედდება 2026-2027 სასწავლო წლიდან

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება