| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ეროვნული გამოცდები 2020, დღე II - პირბადე, სოციალური დისტანციის დაცვა, დეზობარიერი, საგამოცდო ცენტრებში არშეშვებული გულშემატკივარი და რაც მთავარია, საკითხები, რომლებიც აბიტურიენტებს შეხვდათ...
როგორც N175 სკოლიდან გამოსულმა აბიტურიენტმა, ლუკა ციხელაშვილმა etaloni.ge-სთან აღნიშნა, მისთვის გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში საშუალო სირთულის იყო... თუმცა სანამ ლუკას გამოცდაზე დაუშვებდნენ, სიცხე დაუფიქსირდა:
„გარეთ ძალიან ცხელოდა და რეგისტრაციისას, ელექტრო-თერმომეტრზე სიცხე დამიფიქსირდა. ამიტომ მინი-კარანტინში - ექთნის ოთახში გადამიყვანეს. იქ ვერცხლისწყლის თერმომეტრით გამიზომეს სიცხე და ნორმალური ტემპერატურა დამიფიქსრდა; გამოცდაზე უპრობლემოდ შევედი. საგამოცდო ოთახში 10-ნი ვისხედით და თავიდან პირბადეები გვეკეთა... თუმცა მერე მოვიხსენი, მიჭირდა პირბადით აზროვნება. კონდიციონერიც არ იყო ჩართული, თუმცა ამის საჭიროება არც იყო - არ ცხელოდა.
რაც შეეხება საკითხებს, ტექსტის რედაქტირება გავაკეთე, ტექსტი პირსინგებზე იყო... ესე ახალი თაობის გამოწვევებზე დავწერე, „ვეფხისტყაოსნიდან“ იყო მგონი განხილვა... ზუსტად არ მახსოვს, რადგან მე ჭილაძის მოთხრობა ვარჩიე...
არ ვიცი, რა ქულებს მივიღებ ან გრანტს მოვიპოვებ თუ არა, მაგრამ გამოცდა რომ ჩავაბარე, მაგაში დარწმუნებული ვარ“.
„კარანტინმა და დისტანციურმა სწავლებამ ძალიან ბვრით დახია უკან ეს ბავშვები“, - საუბარში მშობელი ჩაგვერთო, რომელმაც კატეგორიულად მოითხოვა პოზიციის დაფიქსირება: „კალმის ჭერაც აღარ ახსოვთ ბავშვებს. ძალიან ცუდი პერიოდი დაემთხვათ და ამიტომ, ზედმეტად არ დამისტრესავს ბავშვი. როგორც ჩააბარებს, ჩააბაროს - ამაზე არ ვნერვიულობ. მე შვილი სტრესისა და ნერვიულობისთვის კი არა, იმიტომ გავაჩინე, რომ ცხოვრებით დატკბეს!!!“
იხილეთ ფოტოები
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას