| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაგვას საჯარო სკოლის პედაგოგებს მოსწავლის მშობელმა მაია თურმანიძემ მადლობის წერილი მისწერა. მან მასწავლებლებს დისტანციური სწავლების დროს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
„დაგვას საჯარო სკოლის ყველა პედაგოგს მინდა მადლობა გადაგიხადოთ, თუმცა თქვენი შრომა ფასდაუდებელია და მადლობა მასთან მარტივია. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყურადღებისთვის და ჩვენი შვილებთან გაწეული შრომისათვის. მაშინ, როცა ჩვენი შვილები პანდემიის გამო საკლასო სივრციდან სახლებში გადმოვიდნენ სწავლის გასაგრძელებლად, თქვენ ერთი წუთითაც არ მიგიტოვებიათ, პირიქით, ახალ გამოწვევებს ღირსეულად უპასუხეთ. ქედს ვიხრი თქვენს წინაშე, რაც თქვენ გააკეთეთ ნამდვილად დიდი შრომაა.
მიუხედავად უხარისხო ინტერნეტისა, მაინც ცდილობდით დაკავშირებას და ატარებდით გაკვეთილებს მონდომებით. არცერთი გაკვეთილი არ ცდებოდა და ტარდებოდა მთელი ყურადღებით, მეც ბავშვებთან ერთად ვიყავი და თვალყურს ვადევნებდი, ვხედავდი თქვენს დაუღალავ შრომას. მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ, ვამაყობ, რომ ჩემი შვილები ამ სკოლის მოსწავლეები არიან,“-წერს მშობელი მაია თურმანიძე.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მოსწავლეები, დამრიგებლის ნინო ჭონქაძის ხელმძღვანელობით, ძველ თბილისს ესტუმრნენ
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა