სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ახალი სასწავლო წელი სპეციალური ცხრილითა და „ბუფეტების“ გარეშე - სკოლები სწავლების ე.წ. ჰიბრიდულ მოდელზე გადადიან
29-06-2020
-
+


მას შემდეგ რაც, განათლების სამინისტროს დავალებით, სკოლებს რესურსცენტრებმა დოკუმენტი „სკოლებში დაბრუნება კორონას შემდეგ“ გადაუგზავნეს, ახლა ჯერი თავად სკოლებზეა, რომლებმაც უნდა აირჩიონ კონცეფცია - როგორ უზრუნველყოფენ მოსწავლე-მასწავლებლების უსაფრთხოებას ახალ სასწავლო წელს.

დოკუმენტის მიხედვით, სასურველია, დაწყებითმა კლასებმა სკოლაში უწყვეტად იარონ, ხოლო მაღალი კლასის მოსწავლეებისთვის კი სპეციალური ცხრილი და გრაფიკი შედგება.

აქ საინტერესო ისაა, რა მიმართულებას აირჩევენ სკოლები, საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე. როგორც Etaloni.ge-მ გაარკვია, ზოგმა სკოლამ უკვე შეადგინა განრიგი.

ადმინისტრაციებთან გასაუბრების შედეგად, გამოიკვეთა ასეთი სურათი - სკოლები არჩევენ ე.წ. ჰიბრიდულ მოდელს, რომელიც ითვალისწინებს I-VI კლასელების სკოლაში სიარულს, ხოლო VII კლასიდან მოსწავლეები სპეციალურად შედგენილი ცხრილის მიხედვით, მონაცვლეობით ივლიან სასწავლო დაწესებულებაში.

დირექტორებს ასეთი მიდგომა ერთ-ერთ საუკეთესო გამოსავლად მიაჩნიათ და განრიგით მოსწავლეთა სიარულით ეპიდსიტუაციის პრევენციის მთავარ პირობას - სოციალურ დისტანცირებას უზრუნველყოფენ, თუმცა  საკითხავი ისაა, როგორ მოახერხებენ ამას დასვენებებზე, საშუალოდ, რამდენიმე ასეული მოსწავლე სკოლის დერეფნებში რომ გამოიფინება?! შესაძლოა, ამ დროს დამატებითი რეგულაციების ამოქმედება გახდეს საჭირო, თუმცა მხოლოდ ამით არ სრულდება გასათვალისწინებელი ფაქტორების ჩამონათვალი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სკოლის სასადილოა - ყველამ ვიცით, დასვენებებზე რა ხდება იქ და შესაბამისად, დისტანციის დაცვასა თუ სხვა პრევენციული ღონისძიებების გატარებაზე საუბარიც ზედმეტია; სწორედ ამიტომ, იმ სკოლებმა, რომლებიც სამომავლო გეგმებში უკვე ჩამოყალიბდნენ, მიიღეს გადაწყვეტილება - „ბუფეტები“ არ გაიხსნას. აქედან გამომდინარე, მოსწავლეებს საკვების მიღება საკუთარ მერხებთან მოუწევთ, რაც ერთგვარ უხერხულობას შექმნის - მოსწავლეთა განსხვავებული რაციონის გამო.

ასე რომ, გამოდის, ახალ სასწავლო წელს სკოლაში მხოლოდ I-VI-კლასელები შეხვდებიან სრულფასოვნად, სკოლები კი უფროსკლასელებისა და სასადილოების გარეშე იქნება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება