სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2020 წლის აბიტურიენტები შიდა საუნივერსიტეტო კონკურსებს ეროვნულ გამოცდებამდე არ ჩააბარებენ - ვის შეეხება ცვლილება?
22-06-2020
-
+


2020 წლის აბიტურიენტებისთვის შიდა საუნივერისტეტი კონკურსები აღარ გაიმართება. შესაბამისი ცვლილება „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შედის. 

უფრო კონკრეტულად, აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც სურთ, 2020 წლის ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხონ სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ ან სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ამავე დაწესებულებების მიერ შესაბამისი კონკურსის ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე გავლის პირობა მოიხსნება.

ცვლილების ინიციატორები პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილი და მისი მოადგილე ალექსანდრე ქანთარია არიან.

„ზემოხსენებული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებასთან დაკავშირებით ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის დაწესებული შეზღუდვების შედეგად, სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე, სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შეფერხდა კანონით გათვალისწინებული კონკურსების ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე მომზადებისა და ჩატარების პროცედურები“, - აღნიშნულია პროექტში.

ცვლილებები პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება. ინიციატორები პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვენ. თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია, როგორ და როდის მოხდება შიდა საუნივერისტეტო გამოცდის ჩაბარება. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება