სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სექტემბრიდან კვლავ ონლაინ რესურსებით სწავლება განიხილება - რა დავალება მისცა განათლების სამინისტრომ გამომცემლობებს?
22-06-2020
-
+



განათლების სამინისტრომ გამომცემლობებს 2020-2021 სასწავლო წლისთვის ელექტრონული წიგნების მომზადების დავალება მისცა. გამომცემლობებმა დავალება  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან ონლაინ შეხვედრაზე მიიღეს.

აღნიშნულ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ თავად გამომცემლობებში განუცხადეს და მათი განმარტებით, შეხვედრაზე სწორედ ონლაინ სახელმძღვანელოების შექმნის აუცილებლობა განიხილეს.

როგორც „პალიტრა L-ის“ წარმომადგენელი აცხადებს, სექტემბრიდან მოსწავლეებისთვის კვლავ ონლაინ რესურსებით სწავლების გაგრძელება განიხილება. მისივე თქმით, გამომცემლობები და ავტორები იყვნენ უკმაყოფილო, თუ როგორ უნდა მოხდეს ასეთ შემთხვევაში ანაზღაურება. იყო საუბარი, რომ რამდენ გვერდსაც გახსნიან და ჩამოტვირთავენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, იმის მიხედვით იქნება ანაზღაურება. 

რაც შეეხება „დიოგენეს“ წარმომადგენლის პოზიციას, გამომცემლობა მზადაა სწავლის დაწყებამდე მოსწავლისთვის ონლაინ რესურსის შექმნა მოასწროს და ონლაინ სახელმძღვანელოები ყველა კლასისთვის იყოს განკუთვნილი. მისივე განმარტებით, კონსულტაციები სამინისტროსთან გაგრძელდება და დეტალები დაზუსტდება, ამ დროისთვის კი განიხილება საკითხი, ელქტრონული ვერსიები ფასიანი იქნება თუ უფასო.  შესაძლებელია სწავლების შერეული ვერსიაც იყოს, არსებობდეს ბეჭდური სახელძღვანელო, რომელსაც დაურიგებენ საჯარო სკოლის მოსწავლეებს და კერძო სკოლები შეისყიდიან, როგორც ეს აქამდეც იყო და პარალელურად გაგრძელდეს ონლაინ სწავლებაც, რომელიც რასაკვირველია, იქნება უფრო დახვეწილი. 

რაც შეეხება უშუალოდ პირველკლასელებს, „დიოგენეს“ წამომადგენლის ინფორმაციით, საზოგადოებაში ბევრი მოდელი განიხილება, მათ შორის, ის, რომ სწავლა ონლაინ რეჟიმში განახლდეს ყველა კლასის მოსწავლისთვის, გარდა პირველკლასელებისა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

პიროვნება

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
მოსწავლეებმა საკუთარი თვალით იხილეს საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული სიწმინდე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება