სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ალერტკარის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს
03-06-2020
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ალერტკარის საჯარო სკოლის პირველკლასელები აქტიურად იყვნენ ჩართული ონლაინ სწავლების პროცესში.

კლასის თითოეული მასწავლებელი: დამრიგებელი - ლალი ბარქაია (ქართული, მათემატიკა, ბუნება, ხელოვნება ), თინათინ ლაგვილავა (მუსიკა), მაკა ბებია (ინგლისური), განსაკუთრებულად ემზადებოდა მათთან თითოეული ჩართვისთვის.

მოსწავლეებიც ყველა ონლაინ შეხვედრას მოუთმენლად ელოდნენ. ასრულებდნენ დავალებებს და ბეჯითად სწავლობდნენ. ასევე თვალყურს ადევნებდნენ ტელესკოლის გაკვეთილებს. ჩართვებისას ხშირად კითხულობდნენ თუ როდის შეძლებდნენ ისევ სკოლაში მისვლას და ერთმანეთთან შეხვედრას.

მოსწავლეებმა ბევრი სხვადასხვა სახის აქტივობა შეასრულეს. მათგან აღსანიშნავია: ონლაინ კოსტუმირება, რა დროსაც გააცოცხლეს თავიანთთვის საყვარელი ზღაპრის გმირები და გაუზიარეს ერთმანეთს. შექმნეს ზღაპრების ეპიზოდების ილუსტრაციები. პირველი კლასის დამთავრება კი აღნიშნეს ლექსების ონლაინ კითხვით.

სკოლის დირექცია და მასწავლებლები ულოცავენ პირველკლასელებს: ნინი ბიგვავას, ალექსი ესებუას, ირაკლი ესებუას, ალეკო მალიჩავას, ელენე ქუთელიას, მართა ქობალიას  მეორე კლასში გადასვლას და უსურვებენ წარმატებებს მომავალშიც.

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები














კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება