სიახლეები
პიროვნება

„ვიბრძოლებ, ჩემი ბავშვები სახელოვანი მოკრივეები გახდნენ“ - რამაზ ფალიანი საქართველოში დაბრუნდა
05-06-2020
-
+


კრივზე 7 წლისა შევიდა. მიუხედავად იმისა, მამა ჭიდაობდა, თავად სპორტის ეს სახეობა არჩია და უამრავ წარმატებასაც მიაღწია. მაშინ კი, როდესაც მოკრივის არცთუ იოლ გზას დაადგა, სვანეთში მწვრთნელად ალიოშა ჯაფარიძე მიიწვიეს და როგორც etaloni.ge- გაუმხილა, სწორედ მწვრთნელის დამსახურებით მიაღწია სპორტულ მწვერვალებს. რამაზ ფალიანს დღეს სვანეთის სიამაყეს ეძახიან, თუმცა ამ საკითხზე მსოფლიოსა (2001 წ.) და ევროპის სამგზის ჩემპიონი (1996-1998-2000 წწ.) კომენტარს თავს არიდებს. ეს კი რამაზ ფალიანის რეგალიების არასრული ჩამონათვალია. „კეთილი ნების თამაშების“ გამარჯვებული და სხვადასხვა დროს, უამრავი პრიზის მფლობელი, მათ შორის რუსეთისა თუ თურქეთის ჩემპიონი, წლებიასწორედ თურქეთში მოღვაწეობდა, ახალგაზრდების მწვრთნელი იყო და დიდი ხანი არაა, რაც მშობლიურ სვანეთს დაუბრუნდა.

- სანამ პანდემია დაიწყებოდა, გადაწყვეტილი მქონდა სვანეთში დაბრუნება. ოჯახი აქეთ მყავს, მაქვს მცირე ბიზნესიც და მერის - კაპიტონ ჟორჟოლიანის, ასევე დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის ძალისხმევით, მშობლიურ ფესვებს დავუბრუნდი. შექმნილ ვითარებას რაც შეეხება, სამწუხაროდ, ახლა ყველაფერი გაჩერებულია, მწვრთნელი ვარ და ვერ ვაკეთებ საქმეს, თუმცა იმედია, მალე ყველაფერი გამოსწორდება.

- რამაზ, რატომ აირჩიეთ სპორტის ეს სახეობა?

- ჩემი ოჯახი სპორტის მოყვარულია, მამა მოჭიდავე იყო, თუმცა რატომღაც მე კრივზე შესვლა გადავწყვიტე. საქმე ისაა, რომ იმ პერიოდში სვანეთში, ბორის კახიანის შეთავაზებით,  მწვრთნელად  ალიოშა ჯაფარიძე მოვიდა, რომელიც საოცარი ადამიანი იყო -  დისციპლინა უყვარდა, შრომისმოყვარე გახლდათ და ჩვენც ასე გვზრდიდა. დიდი მნიშვნელობა აქვს მწვრთნელს... ოჯახიც ხელს მიწყობდა, ტურნირებშიც ვმონაწილეობდით და წარმოიდგინეთ, ერთგვარი, სვანეთის ნაკრებიც კი გვქონდა. ამ ყველაფერმა დიდი გამოცდილება შეგვძინა და ცოტა ზარმაც ბავშვებს, ალიოშა ჯაფარიძე თავად აკითხავდა სახლში, რათა დილის ვარჯიშზე მოეყვანა.

- სვანეთის სიამაყედ მოგიხსენიებენ...

- ...ხალხმა უკეთ იცის.

- 7 წლისა შეხვედით კრივზე. მაშინ წარმოიდგენდით, ასეთ წარმატებებს თუ მიაღწევდით?

- როდესაც სპორტსმენი საქმეს ჰკიდებს ხელს, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს მიზანი. მე გადაწყვეტილი მქონდა ჩემპიონობა და თუ მონდომებული ხარ, მწვრთნელიც ასევეა განწყობილი, მიზანს აუცილებლად აღწევ. მიზნისა და საკუთარი თავის რწმენის გარეშე არაფერი გამოვა. კრივი რთული სპორტია და წინასწარ რაიმეს გათვლა შეუძლებელია. მე კი ჩემ მიზანზე არც ვსაუბრობდი, საერთოდ არ მიყვარს ტრაბახი, წინასწარ ყვირილი - აი, ჩემპიონი გავხდები–მეთქი... ჩემ მოსწავლეებსაც სულ ვუმეორებ - გქონდეთ მიზანი, რომელიც გულში უნდა შეინახოთ.  ყვირილი და ყველგან ამაზე საუბარი, არაა ლამაზი და ასე ვერც მიზანს მიაღწევ! ყოფილა, ბევრჯერ ჩემპიონის ქამარი წაურთმევიათ, ბევრჯერაც წავაგე, მაგრამ ხელი არასოდეს ჩამიქნევია. არიან სპორტსმენები, ვინც წაგებისას სტიმულს კარგავს -  ჩემგან არაფერი გამოვაო, მე კი პირიქით, წაგების მერე სულ ვმუშაობდი საკუთარი თავზე, ვაანალიზებდი -  რა გამომრჩა, რა ვერ გავაკეთე სწორად, მეტი მოტივაცია მქონდა და უფრო ბრძოლისუნარიანი ვხდებოდი.



- მწვრთნელზე ბევრია დამოკიდებულიო, გვითხარით, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია სპორტსმენისთვის მშობლიური ქვეყნის თანადგომა.

- რა თქმა უნდა, ასეა, თუმცა წლები  საქართველოში არ ვცხოვრობდი და გამიჭირდება საუბარი იმაზე, რამდენად შეიცვალა დამოკიდებულება ზოგადად სპორტისადმი, ერთ კი ფაქტია - სვანეთში არის კარგი მომავალი თაობა, ნიჭიერი ბავშვები, რომლებსაც გზაზე დაყენება სჭირდებათ. როდესაც დავბრუნდი, მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძეც მხარში დამიდგნენ, რაც ვთხოვე დარბაზისთვის, შეძლებისდაგვარად მოაგვარეს. განსაკუთრებულს არაფერს ვითხოვ - მთავარია, ნორმალური პირობები გვქონდეს ვარჯიშისთვის, ხელთათმანი, კრივის მსხალი, სხვადასხვა სავარჯიშო მოწყობილობა... ამას წინათაც მითხრა კაპიტონ ჟორჟოლიანმა, რაც დაგჭირდებათ, თქვენ გვერდით მიგულეთო. კრივის ფედერაციამაც აღგვითქვა ხელშეწყობა. დარბაზიც გვაქვს, ინვენტარიც, ყველაფერი ერთად ხომ არ ხდება - ნელ-ნელა გავაუმჯობესებთ პირობებს, შეკრებებზეც ვივლით და მოწვევებიც გვექნება, მე კი შრომა არ მეზარება და ბავშვებსაც სათანადოდ ვავარჯიშებ.

- სვანეთში აპირებთ დამკვიდრებას?

- აუცილებლად... თუმცა მომიწევს მოგზაურობაც; მინდა, ჩემი მოკრივეები  ვატარო შეკრებებზე სხვადასხვა ქვეყანაში - მხოლოდ ვარჯიში არაფერია, თუ ინტერესი არ გაუჩინე. ვფიქრობ, სვანეთში კარგი მოკრივეები ჩამოყალიბდებიან და შედეგიც გვექნება. რადგან დავიწყე, საქმეს ბოლომდე მივიყვან. ისე არ იქნება, მხოლოდ მოვალეობა შევასრულო. ვიბრძოლებ, ჩემი ბავშვები სახელოვანი მოკრივეები გახდნენ.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება