| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გამორიცხავს, რომ სწავლა სკოლებში დაგეგმილ დროს, სექტემბრის შუა რიცხვებში არ დაიწყოს.
როგორც ტიკარაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, უწყებაში მიიჩნევენ, რომ სასწავლო პროცესმა შეიძლება გადაიწიოს.
„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ ვთვლით, რომ სასწავლო პროცესი შეიძლება გადაიწიოს, თუმცა, ვემზადებით იმისთვის, რომ როგორც ახლა, ასევე სექტემბერში მოგვიწევს კოვიდთან ერთად თანაცხოვრება. შესაბამისად, ჩვენი შვილებიც უნდა მოვამზადოთ ამ პროცესებისთვის, რათა მათ შეძლონ შეუფერხებლად განაგრძონ სწავლა“, - განაცხადა ტიკარაძემ.
რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, მინისტრმა აღნიშნა, რომ განათლების სამინისტროსთან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს და აბიტურიენტებისთვის გამოცდების ჩაბარება უსაფრთხო პროცესი იქნება.
„ინტენსიურად ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან. ისინი რა თქმა უნდა, ითვალისწინებენ ყველა იმ რეკომენდაციას, რომელსაც გავცემთ და ვთვლით, რომ გამოცდები ჩატარდება სრულიად უსაფრთხოდ ყველა იმ აბიტურიენტისთვის, რომელიც რომელიც წელს აპირებს გამოცდებში მონაწილეობის მიღებას“, - განაცხადა ტიკარაძემ.
სწავლის გადადების შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მსგავსი პოზიცია აქვს დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძესაც, რომელმაც შესაბამისი განცხადება დღევანდელ საბჭოს სხდომაზე გააკეთა.
დაგაინტერესებთ ასევე:
„ეროვნული გამოცდების გადადება ივნისში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული“ - რა ელის აბიტურიენტს, ვისაც 37 გრადუსი დაუფიქსირდება?
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას