სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ქართველმა სტუდენტმა NASA-ს აერონავტიკის კონკურსში გაიმარჯვა
05-09-2017
-
+


კოლუმბიის უნივერსიტეტის სტუდენტმა გიორგი მჭედლიშვილმა, გუნდთან ერთად, კომერციული თვითმფრინავის მომავლის მოდელი შექმნა, რომელმაც NASA-ს აერონავტიკის კონკურსში გამარჯვება მოიპოვა.

კონკურსში, რომელშიც ''კოლუმბიის კოსმოსური ინიციატივის'' გუნდმა გაიმარჯვა, ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების, როგორც ბაკალავრის ისე მაგისტრატურის, გუნდები მონაწილეობდნენ. ამ გამარჯვების შესახებ გიორგი მჭელიშვილი საკუთარი ფეისბუქის გვერდზე წერს:

''ძალიან დიდი პატივია ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის NASA-ს მიერ ჩვენი ტექნიკური ნაშრომის აღიარება... ჩვენ მომავალი კომერციული თვითმფრინავის სრულყოფილი მოდელი შევქმენით, რომელიც მოიხმარს ნაკლებ საწვავს, უმნიშვნელოდ აბინძურებს გარემოს და საგრძნობლად ამცირებს გამოწვეულ ხმაურს. საუბარია აღნიშნული მოდელის იმპლემენტაციაზე 2025-2035 წლებში... მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობრებს თავდაუზოგავი შრომისთვის და რწმენისთვის, რომ შეგვეძლო ჩვენი წვლილი შეგვეტანა მომავლის აერონავტიკის განვითარებაში.''

როგორც გიორგი აღნიშნავს, აღნიშნულ გამოწვევაში კოლუმბიის უნივერსიტეტის გუნდი პირველად მონაწილეობდა. მათი პროექტის პრეზენტაცია 26 სექტემბერს გაიმართება, NASA-ს სათავო ცენტრში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება