სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „აფხაზეთობა 2020“ დისტანციურად აღნიშნეს
25-05-2020
-
+


„აფხაზეთობა 2020“-ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 საჯარო სკოლაში დღესასწაული დისტანციურად აღნიშნეს. პედაგოგებმა და მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს სიყვარული აფხაზეთისადმი.

„სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ლოცვა-კურთხევით 23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე, 2014 წლიდან  „აფხაზეთის დღედ“ დადგინდა.

ტრადიციად ქცეული აფხაზეთის დღეების აღნიშვნა  2020 -ში   არაჩვეულებრივად მოგვიხდა. ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა  და პედაგოგებმა არ გაუშვეს ხელიდან კიდევ ერთი შესაძლებლობა, სიყვარული, მონატრება და გულისტკივილი გამოეხატათ  დედა აფხაზეთისთვის. სკოლაში დისტანციურად  ჩატარდა  სხვადასხვა აქტივობები.

მე-5 და მე-9 კლასის  მოსწავლეებმა,  ქართულის პედაგოგების ( ს. რურუა, მ. როდონაია) დახმარებით, „პოეზიის წუთები“ მოაწყვეს,  წაიკითხეს ლექსები აფხაზეთზე,  ჩაწერეს ვიდეოები  და მეგობრებს გაუზიარეს.

მადლობა აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის მასწავლებლებს, მშობლებს და მოსწავლეებს, მათ ახსოვთ, უყვართ, იციან,  რომ აფხაზეთი ჩვენი სახლია და ჩვენ დავბრუნდებით!“-აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეოები








კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება