სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ფრანგულმა სკოლამ, კარანტინის გახანგრძლივების გასაპროტესტებლად, გაკვეთილები ტყეში ჩაატარა 
31-05-2020
-
+


საფრანგეთში ერთ-ერთი სოფლის სკოლის პედაგოგებმა, მოსწავლეთა მშობლებთან ერთად, სასწავლო დაწესებულებებში კარანტინის გახანგრძლივების პროტესტის ნიშნად, გაკვეთილები ტყეში ჩაატარეს.

როგორც არხის - France 24 საიტზეა ნათქვამი, პედაგოგებმა დაუმორჩილებლობა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში, მონმეირანის კომუნაში, ადგილობრივმა მთავრობამ, სკოლებში სწავლის საერთო ეროვნული აღდგენის მიუხედავად, ადგილობრივი სკოლების გახსნაზე უარი თქვა.

საფრანგეთის დაწყებითი სკოლები ქვეყნის მთავრობის განკარგულებით 12 მაისს გაიხსნა, მაგრამ ადგილობრივ ხელისუფლებას დამოუკიდებელი არჩევანის უფლება დაუტოვა.

მონმეირანის მერმა განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტში არ ჰყოფნით ადამიანები, რომლებიც სასწავლო დაწესებულებაში რეგულარულ დეზინფექციას ჩაატარებენ და ბავშვების და თანამშრომლების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ, ამიტომ სკოლები დახურული 2 ივნისამდე დარჩება.



ამ სიახლემ მშობლების აღშფოთება გამოიწვია, რომელთაც განაცხადეს, რომ შვილებთან სახლში დარჩენას ვეღარ შეძლებენ, რადგან შესაძლოა სამსახური დაკარგონ.

ერთ-ერთი ადგილობრივი სკოლის ადმინისტრაციამ და მასწავლებლებმა მათ მხარი დაუჭირეს და ერთ-ერთი კერძო ტყის ტერიტორიაზე ღია ცის ქვეშ საკლასო გარემო მოაწყვეს.

პირველივე დღეს ტყის სკოლაში დაბალი კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ გაკვეთილები მათემატიკასა და ფიზიკაში და მშობლებთან ერთად წიგნებიც წაიკითხეს.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება