სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„იცოდეთ, ერთმანეთის სიყვარული გადაგვარჩენს!“ - თბილისის N29 სკოლის დირექტორი მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს
20-05-2020
-
+


თბილისიის N29 საჯარო სკოლის დირქცია და მასწავლებლები მე-12 კლასის მოსწავლეებს დისტანციურად აცილებენ სკოლიდან.  დირექტორი ირმა ჩარტია ემოციური წერილით ემშვიდობება მოსწავლეებს.

„ყველაზე ამაღელვებელი და ბედნიერი წუთები, წლის დასაწყისი და წლის ბოლო, განსაკუთრებული მზადება, ნერვიულობა, ყველაფერი ლამაზად და კარგად გვინდა იყოს. დავდივართ ფერად-ფერადი მარკერებით, გვინდა ყველას თბილი სიტყვები ვაჩუქოთ და სამახსოვრო წარწერა დავუტოვოთ, წლებია ერთად მოვდივართ, გვიყვარს და პატივს ვცემთ ერთმანეთს, უკვე დიდები არიან, ვმეგობრობთ. ცდილობენ არაფერი შეეშალოთ, გვასიამოვნონ ცეკვა-სიმღერითა და იმპროვიზაციებით, სიყვარულით და სითბოთი იხსენებენ წყენასაც და დატუქსვასაც, იციან რომ ძალიან მოენატრებათ ის კედლები, სადაც წლები გაატარეს, ჩვენც მოვენატრებით და ჩვენც მოგვენატრებიან.
მთელი ცხოვრება სკოლაში გავატარე და მგონი პირველად არ მოეფინებიან თეთრპერანგიანი გოგო-ბიჭები სკოლებს. მაგრამ სექტემბერიც მალე მოვა, მშვიდობაც იქნება, სტუდენტებიც გახდებით და პირველ სასწავლო დღეს თქვენთან ერთად ვიზეიმებთ, პატარებს მოვეფერებით, პირველი ზარიც დაირეკება, თქვენ კი გელოდებით თეთრი პერანგებით, გადატანილი ბოლო ზარი ვიზეიმოთ ჩემო მეგობრებო.

ახლა კი, დიდი სიყვარულით და პატივისცემით გილოცავთ სკოლის დამთავრებას, წარმატებებს და ბედნიერ მომავალს გისურვებთ, ყველას გეპოვნოთ თქვენი საყვარელი საქმე, გაგმართლებოდეთ ცხოვრებაში, ჯანმრთელები და ბედნიერები ყოფილიყავით, მიყვარხართ, გკოცნით. 

(ეს რა გვიქნა კორონამ?! ამას ვიფიქრებდიი?) მაგრამ იცოდეთ- ერთმანეთის სიყვარული გადაგვარჩენს!

გილოცავთ და ბედნიერ მომავალს გისურვებთ“,-წერს ირმა ჩარტია.

წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება