| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

განათლების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას განათლების მინისტრმა დეტალურად ისაუბრა შეფასების კრიტერიუმებზე, მათ შორის ყურადღება გაამახვილა V კლასის მოსწავლეებზე, რომლებიც განმსაზღვრელ შეფასებაზე 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან გადავიდნენ.
როგორ მინისტრმა აღნიშნა, მეხუთე კლასელებისთვის წლიური ნიშანი შემდეგნაირად იქნება გამოთვლილი:
2019-2020 სასწავლო წლის II სემესტრის 6 კვირის განმავლობაში გავლილი პროგრამისა და დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის შეფასების საფუძველზე გამოითვლება მეხუთე კლასელების წლიური ქულა.
„ცალკე უნდა აღვნიშნოთ მეხუთე კლასელების სიტუაცია, რაც იქედან გამომდინარეობს, რომ მეხუთე კლასის მოწავლეებისთვის განმსაზღვრელი შეფასება არსებული სისტემით იწყებოდა მეორე სემესტრიდან. შესაბამისად, მეორე სემესტრში გავლილი 6 კვირის პროგრამის და დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის შეფასებით მოხდება მეხუთე კლასელების წლიური ქულის დადგენა. თუ მოსწავლეს 2019-2020 სასწავლო წლის პირველ სემესტრში შეფასება არ გააჩნია, ასეთები ბევრი არ არიან, მაგრამ არიან, მოსწავლის წლიური ქულა ამ შემთხვევაში განისაზღვრება სასწავლო წლის მეორე სემეტრის 6 კვირის განმავლობაში გავლილი პროგრამისა და დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის საფუძველზე. როგორც გითხარით, დეტალური ინსტრუქციები იქნება ცნობილი, როგორც საზოგადოებისთვის, ასევე სკოლებისთვის“, - განაცხადა ჩხენკელმა.
იხილეთ ასევე: წლიური ნიშნის დაწერის სქემა იცვლება - მინისტრი დეტალურად ხსნის, როგორ უნდა შეაფასოს მასწავლებელმა მოსწავლე
მე-12 კლასელს თუ არ დააკმაყოფილებს მიღებული წლიური ქულა, ამაღლების საშუალება ექნება - როგორ მოხდება შეფასება?
სასწავლო წელი 15 ივნისს დასრულდება
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა