სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

მასწავლებლის ხელფასი მარტო სტატუსსა და საათებზე არ არის დამოკიდებული - რატომ აქვს თქვენს კოლეგას განსხვავებული ანაზღაურება?
28-05-2020
-
+


თუ მასწავლებლობა გადაწყვიტეთ ან უკვე დასაქმებული ხართ სკოლაში, უნდა იცოდეთ, რომ ყველა მასწავლებელს ერთნაირი ხელფასი არ აქვს. განსხვავებული ანაზღაურება მხოლოდ განსხვავებულ სტატუსზე არაა დამოკიდებული.

პედაგოგს ხელფასი ერიცხება განათლების, კვალიფიკაციის, სამუშაო გამოცდილების მიხედვით, ასევე სამუშაო დატვირთვისა და სამუშაოს სპეციფიკის მიხედვით. დამატებითი ანაზღურება აქვს კლასის დამრიგებლობასაც. რაც შეეხება სტატუსებს, დანამატი ასე გამოიყურება:

  • უფროსი მასწავლებლისათვის განისაზღვრება 570 ლარით;
  • წამყვანი მასწავლებლისათვის განისაზღვრება 950 ლარით;
  • მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლისათვის განისაზღვრება 1250 ლარით.

როგორც აღვნიშნეთ, მასწავლებლების ანაზღაურება აკადემიური ხარისხების მიხედვითაც განსხვავდება. აქვე ყურადღება ექცევა პედაგოგის სამუშაო გამოცდილებაც. ცხრილი სამნაირი არსებობს:

  1. 0-დან 5 წლის ჩათვლით სამუშაო გამოცდილების მქონე მასწავლებელთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები;
  2. 5-დან 10 წლის ჩათვლით სამუშაო გამოცდილების მქონე მასწავლებელთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები;
  3. 10 წლის ზემოთ სამუშაო გამოცდილების მქონე მასწავლებელთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები.

იხილეთ ცხრილები, როგორ გამოითვალოთ ანაზღაურება  განათლებისა და კვალიფიკაციის მიხედვით:







მაგალითად, თუ თქვენ გაქვთ მაგისტრის დიპლომი და სკოლაში მუშაობის 10 წლამდე სამუშაო გამოცდილება და ამავე დროს მოიპოვეთ წამყვანის სტატუსი, თქვენი ანაზღაურება ასე გამოითვლება:

542,70+850=1390.7 ლარი

თუ დამრიგებლობის სააათებიც გაქვთ, ამას დაემატება 101,25 ლარი ანუ 1390,70+101,25=1493,95

გამოთვლის შესაბამისად მასწავლებლის ერთი თვის შრომის ანაზღაურება შეადგენს 1493,95 ლარს.

მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო გამოითვლება სამუშაო საათების მიხედვით. არსებობს 3 ტიპის სამუშაო დატვირთვა:

ა) ნაწილობრივი დატვირთვა - გულისხმობს 36-ზე ნაკლებ-საათიან სამუშაო კვირას, რომლის შემადგენლობაშიც შედის 18-ზე ნაკლები საგაკვეთილო საათი კვირაში;

ბ) სრული დატვირთვა - გულისხმობს 36-საათიან სამუშაო კვირას, რომლის შემადგენლობაშიც შედის 18 საგაკვეთილო საათი  კვირაში;

გ)  სრულზე მეტი დატვირთვა გულისხმობს 40-საათიან სამუშაო კვირას, რომლის შემადგენლობაშიც შედის 19 ან მეტი საგაკვეთილო საათი კვირაში.

სრულზე მეტი დატვირთვისათვის, კვირაში 19-დან 25 საგაკვეთილო საათის ჩათვლით, მასწავლებელს სრული განაკვეთის თანამდებობრივ სარგოზე ეძლევა დანამატი ყოველ დამატებით საგაკვეთილო საათზე შემდეგი გაანგარიშებით: სრული დატვირთვის თანამდებობრივი სარგო შეფარდებული 18 (სრული დატვირთვის საგაკვეთილო საათი) და გამრავლებული დამატებით საგაკვეთილო საათების ჯამურ ოდენობაზე.

და ბოლოს, სერტიფიცირებულ მასწავლებელი, რომელსაც ჰქონდა მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ყოველთვიურად 200 ლარს იღებდა დანამატის სახით. რაც ამ ეტაპზე შეჩერებულია. ასევე 75 ლარს დანამატის სახით იღებდა საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებელი, ვისაც გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი ჰქონდა. ამ ეტაპზე ეს თანხაც აღარ ირიცხება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება