სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როდის არ გაიცემა გრანტი აბიტურიენტზე - იხილეთ შემთხვევათა ჩამონათვალი
11-08-2020
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, აბიტურიენტებისთვის მთავარი საზრუნავი გრანტის მიღება ხდება. ჩარიცხვის სიების გამოქვეყნებამდე აბიტურიენტები და მათი ოჯახის წევრები საკუთარ გამოთვლებსაც კი აწარმოებენ - ეყოფათ თუ არა მიღებული ქულა სწავლის დაფინანსების მოსაპოვებლად. 

როგორც ცნობილია, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შედეგების საფუძველზე ხდება. თუმცა არსებობს გარკვეული შემთხვევები, როდესაც შედეგების მიუხედავად აპლიკანტზე სახელმწიფო სასწავლო გრანტი არ გაიცემა.

გთავაზობთ, იმ შემთხვევათა ჩამონათვალს, როდესაც სახელმწიფო სასწავლო გრანტი არ გაიცემა:

  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე;
  • ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებზე, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდაზე რეგისტრაციას გაივლიან, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ან ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩატარების წლის პირველ აგვისტომდე განაცხადებენ, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღება სურთ, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს და ცენტრში წარადგენენ შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტებს;
  • იმ პირებზე, რომლებიც არააკრედიტებულ პროგრამებზე მოიპოვებენ სწავლის გაგრძელების უფლებას;
  • იმ პირებზე, რომლებსაც სახელმწიფო სასწავლო გრანტი ერთხელ მიღებული და გამოყენებული აქვთ აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე/ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე;

აქვე აღვნიშნავთ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემა შესაძლებელია სახელმწიფოს მიერ სასწავლო გრანტისთვის გამოყოფილი თანხის წლიური მოცულობის არა უმეტეს 2%-ისა, საქართველოს განათლების,  მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განსაზღვრული სპეციალური სახელმწიფო პროგრამით, საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე ან ნაცვალგების პრინციპით.

ცნობისთვის, აპლიკანტებს შეუძლიათ 100%-იანი, 70%-იანი და 50%-იანი სასწავლო გრანტები მოიპოვონ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება