სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დაღლილმა დედამიწამ ამოიოხრა, ამოიკვნესა და გაჩერდა“- ჭილურტის საჯარო სკოლის დირექტორმა დავით ილურიძემ მსოფლიოში არსებულ სიტუაციას ჩანახატი მიუძღვნა
10-04-2020
-
+


დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭილურტის საჯარო სკოლის დირექტორმა დავით ილურიძემ კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოში შექმნილ მდგომარეობას ჩანახატი მიუძღვნა.

რა გვასწავლა სიჩუმემ ?!

აშკარაა, რომ რაღაც შეიცვალა... დაღლილმა დედამიწამ ამოიოხრა, ამოიკვნესა და გაჩერდა. უზარმაზარ მოედნებზე, ქუჩებში და ორღობეებში სიჩუმე ჩამოდგა. ყველაზე მეტად კი იმან შემაწუხა, რომ სკოლის დერეფნები და საკლასო ოთახები დაცარიელდა, გაიტრუნენ, ცალკე - კედლები, ცალკე - ბავშვები, იმათი ხალისიანი კისკისიც აღარ ისმის. სამყარო თითქოს დაპაუზდა.

რა მოხდა? რატომ მოხდა?
სოციალურ ქსელში იყო ინფორმაცია შიმშილსა და ტანჯვაში გარდაცვლილ სირიელ ბავშვზე, რომელმაც სიკვდილის წინ თქვა - „მე ღმერთს ვეტყვი ყველაფერსო“ და სამყარო გაირინდა - ალბათ მართლა უთხრა...

მომხვეჭელობაში გათითოკაცებულები, ვირუსმა გაგვაერთიანა, ოღონდ აქაც ცალ-ცალკე. ვფიქრობ, შემთხვევით არაფერი ხდება, რაღაც ბალანსი დაირღვა, უფრო სწორედ ჩვენ, ადამიანებმა დავარღვიეთ და ეს განსაცდელიც ალბათ საჭირო იყო.

თვითჭვრეტისა და მოცალეობისთვის ყველას იმდენი დრო გვაქვს, რომ ამ სიჩუმეში ჩემს გონებაშიც ბევრი ბრძენი „ალაპარაკდა“, მათ შორის ჩვენი დიდი მთიელი - ვაჟა-ფშაველა, რომელმაც ერთხელ კიდევ შეგვახსენა: „გიყვარდეთ, კაცნო, ერთმანეთიო!“

ასე მგონია, როცა ეს განსაცდელი ჩაივლის, ადამიანები ერთმანეთს უფრო გულისხმიერად მოექცევიან. იმედია, ეს დიდი პაუზა, ეს სიჩუმე დიდ სიყვარულს, სითბოს, კაცთმოყვარეობას, მიმტევებლობას, სულგრძელობასა და სიკეთის კეთებას გვასწავლის. ამ უძრაობამ და სიჩუმემ კი დიდი ილიას სიტყვების მართებულობაში კიდევ ერთხელ დამარწმუნა: „მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი!
ჰოდა, მომავალს გაათმაგებული ენერგიით, თუმცა ფრთხილად და გააზრებულად უნდა ვეკვეთოთ. მანამდე კი, დავრჩეთ სახლში და მშვიდად გავიაროთ ეს მძიმე პერიოდი.

               დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭილურტის საჯარო სკოლის დირექტორის მ.შ. დავით ილურიძე

                                                                                                                                                     10 აპრილი, 2020 წელი

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“

„მოიმატებს ყველა ადამიანის ხელფასი, რომელიც საჯარო სკოლაშია დასაქმებული“...

კავკასიის უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს 

მეორადი ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დაიწყო - ინსტრუქცია, ცნობარი და ყველა მნიშნელოვანი დეტალი ცნობილია 

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია

„რაც დღეს პედაგოგს სჭირდება, ეს თანადგომაა“ - ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორის, ოთარ ვანაძე

„მასწავლებელი არის ადამიანი, რომელიც სიცოცხლის დაფასებას გვასწავლის“ - ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება