სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

​საქმიანობები, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დროს არ შეჩერდა - მათ შორის არის პანსიონატები და თავშესაფრები
08-04-2020
-
+


საქართველოს მთავრობის №222 დადგენილებით განისაზღვრა და დაკონკრეტდა იმ ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებსაც შესაბამისი პირობებით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ფუნქციონირება არ ეზღუდებათ.

მათ  შორის არის 24-საათიანი  სპეციალიზებული დაწესებულებები (ბავშვთა სააღმზრდელო, დედათა და ბავშვთა, შშმ, ხანდაზმულთა, ძალადობის მსხვერპლთა პანსიონატები/თავშესაფრები/დაწესებულებები)

იხილეთ იმ საქმინაობების ჩამონათვალი, რომლებიც ამ პერიოდშიც არ იკრძალება:

  • სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, გადამუშავება, სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება, ასევე მიწოდება/რეალიზაცია შენობების და ნაგებობების მშენებლობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის)
  • სამოქალაქო მშენებლობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის)
  • სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოები (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის)
  • საშენი მასალის წარმოება/საბითუმო ვაჭრობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის)
  • თამბაქოს ნაწარმის წარმოება და ვაჭრობა (გარდა  სპეციალიზებული სავაჭრო ჯიხურებისა)
  • სასტუმროები და განთავსების სხვა საშუალებებით უზრუნველყოფის საქმიანობები (მხოლოდ საკარანტინო მიზნებისთვის)
  • სატრანსპორტო (საავტომობილო, სარკინიგზო, საჰაერო, საზღვაო)
  • სატვირთო გადაზიდვები და სხვა მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • სადეზინფექციო, ჰიგიენური და ქიმიური საშუალებების წარმოება და საბითუმო რეალიზაცია
  • პირბადეების, პირადი დაცვის საშუალებების, სპეცტანსაცმლის, სპეციალური დაცვითი საშუალებების და ეკიპირების წარმოება/მიწოდება
  • ტექსტილის რეცხვა და ქიმწმენდა
  • სატელევიზიო პროგრამების წარმოება და ტელემაუწყებლობის საქმიანობები​
  • საფოსტო და საკურიერო მომსახურება
  • საგამომცემლო საქმიანობა (პრესის ბეჭდვა)
  • ტელერადიომაუწყებლობა, ელექტრონული კომუნიკაციები
  • IT  და სერვერული ინფრასტურქტურის და უსაფრთხოების სისტემების მხარდაჭერა (დისტანციურად)
  • საინფორმაციო სამსახურების საქმიანობა (მათ შორის ბიზნეს პროცესების ოუთსორსინგი) (დისტანციურად)
  • სადაზღვევო და სალიზინგო საქმიანობა (დისტანციურად)
  • ტექნიკური გამოცდები და ანალიზები; აკრედიტებული საგამოცდო და საკალიბრებელი ლაბორატორიები, პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანოები და ინსპექტირების ორგანოები
  • სარეკლამო სააგენტოების საქმიანობა (დისტანციურად)
  • სააღრიცხვო, საბუღალტრო და სააუდიტო საქმიანობები; საგადასახადო კონსულტირება (დისტანციურად)
  • საკონსულტაციო საქმიანობები ბიზნესის და მართვის სხვა საკითხებში (დისტანციურად)
  • არქიტექტურული საქმიანობები (დისტანციურად)
  • იურიდიული მომსახურება (დისტანციურად)
  • შენობების საერთო დასუფთავება და დეზინფექცია
  • დაკრძალვა და მასთან დაკავშირებული საქმიანობები​
  • სახანძრო და უსაფრთხოების სისტემის ტექნიკური მომსახურება
  • 24-საათიანი  სპეციალიზებული დაწესებულებები (ბავშვთა სააღმზრდელო, დედათა და ბავშვთა, შშმ, ხანდაზმულთა, ძალადობის მსხვერპლთა პანსიონატები/თავშესაფრები/დაწესებულებები)
  • არბიტრაჟი და მედიაცია (დისტანციურად)
  • ტერიტორიის მომსახურების საქმიანობები (გამწვანება, მორწყვა, მოვლა)
  • ვაჭრობა კომპიუტერებით, კომპიუტერული პერიფერიული მოწყობილობებით და პროგრამული უზრუნველყოფით (დისტანციურად)
  • ვაჭრობა ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობებით და ნაწილებით (დისტანციურად)
  • საკონტროლო-სალარო აპარატების ჩეკის დასაბეჭდი ქაღალდის/რულონის მიწოდება
  • მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების (მათ შორის ლიფტი, გაზსადენი და სხვა) შეკეთება/რემონტი
ცნიბისთვის, ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა და 21 აპრილამდე გაგრძელდება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება