| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალციხის მუნიციპალიტეტის, წინუბნის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
„საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამო არდადეგები ისევ გახანგრძლივდა. სკოლის პედაგოგებმა დისტანციურად უნდა ასწავლონ ბავშვებს, რათა პროგრამას არ ჩამორჩნენ. წინუბნის საჯარო სკოლაში ეს სიახლეა, მასწავლებლებს არასდროს გამოგვიყენებია ონლაინ-სწავლების მეთოდი, მაგრამ პედაგოგმა შეძლეს თანამედროვე ტექნოლოგიებისთვის ფეხის აწყობა. მაგრამ გვაქვს გარკვეული პრობლემებიც, რადგან ზოგ მოსწავლეს არ აქვს ინტერნეტი და ვცდილობთ, სხვანაირად ვეკონტაქტოთ, ზოგს ტელეფონით, ზოგს mesenjer, skype, viber, watsapp-ით.
გაკეთდა ჯგუფები და მასწავლებლები ისე უგზავნიან დავალებებს ბავშვებს, ასევე ხსნიან გაკვეთილებსაც. აქტიურად არიან ჩართული მშობლები და ეხმარებიან მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. რაც მთავარია, გაკვეთილები ტარდება, მოსწავლეები კმაყოფილები არიან.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის თითოეულ პედაგოგს, მოსწავლეს და მათ მშობლებს აქტიური თანამშრომლობისათვის", - წერს სკოლის წარმომადგენელი.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი