სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ტურისტები ცეცხლის გადმოსვლის რიტუალს ვერ დაესწრებიან? - იერუსალიმში მაცხოვრის საფლავის ტაძარი დახურეს
26-03-2020
-
+


კორონავირუსის გავრცელების ფონზე იერუსალიმში მაცხოვრის საფლავის ტაძარი ერთი კვირით დახურეს. ამის შესახებ 25 მარტს წმიდა მიწის კათოლიკური ორდინარების ასამბლეის წარმომადგენელმა უადი აბუ ნასარმა სააგენტო Reuters-თან განაცხადა.

ღონისძიება კორონავირუსის გავრცელების გამო მიიღეს. გადაწყვეტილება ძალაში ერთი კვირის განმავლობაში იქნება, მაგრამ შესაძლოა გაგრძელდეს.

„მაცხოვრის საფლავის ტაძარი ოთხშაბათს, 17.00 საათიდან დაიხურება, საეკლესიო ლიდერები გაგებით მოეკიდნენ საკითხს. განკარგულება ძალაშია ერთი კვირის განმავლობაში, მართალია არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს კრიზისი“,- ხაზი გაუსვა აბუ ნასარმა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება ისრაელის პოლიციის და საეკლესიო ლიდერების შეხვედრის შემდეგ მიიღეს. 


ქართველი ემიგრანტები კი etaloni.ge-სთან საუბარში ამბობენ, რომ იერუსალიმის ტაძარი ტურისტებისთვის არც აღდგომის დღესასწაულზე გაიღება და მართლმადიდებლები ცეცხლის გადმოსვლის რიტუალს ვერ დაესწრებიან. ჩვენ იერუსალიმში მცხოვრებ რამდენიმე ემიგრანტს ვესაუბრეთ და ყველა ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაცია. თუმცა ამ გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურად ჯერ არ განუცხადებიათ.

„აქ ყველა საუბრობს იმაზე, რომ ტაძარი არც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე გაიხსნება, ტურისტები ვერ შეძლებენ ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალზე დასწრებას. ხალხი თითქოს შეეგუა კიდეც ამ აზრს. ჩვენი პირობები დღითიდღე მკაცრდება, სახლიდან გასვლის რადიუსიც კი დაგვიდგინეს. შეიძლება ითქვას, რომ გარეთ ვერ გადავადგილდებით. ალბათ, ეს ასე მალე არ გადაივლის და ჯერჯერობით მკაცრი მოთხოვნები დარჩება“ - ამბობს ქართველი, რომელიც ისრაელში მცხოვრებ დედასთან  3 თვით ჩავიდა, თუმცა სამშობლოში დაბრუნებას ჯერ ვერ ახერხებს.

შეგახსენებთ, რომ ისრაელის მთავრობა მზად არის, კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად შემოიღოს ქვეყნის სრული ბლოკადა. ქვეყანაში ინფიცირებულია 2,3 ათასი ადამიანი, მათგან ხუთი გარდაიცვალა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

13 ნოემბერი ბოლო ვადაა - 2026 წლის საშემოდგომო მიღების ეტაპი

პიროვნება
სკოლები
ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა „მხიარული სტარტები“ და „მუსიკალური თამაშები“

ხორენიის საჯარო სკოლაში მიესალმებიან ინიციატივას

მოსწავლეებმა თავდაპირველად დაამუშავეს რთველთან დაკავშირებული ლექსიკური მარაგი

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება