სიახლეები
საინტერესო

TOP სერიალები, რომლებმაც თინეიჯერები ეკრანებს მიაჯაჭვა - რას უყურებენ თქვენი მოსწავლეები და შვილები?
08-01-2022
-
+


იცით ვინ არის ჭორიკანა სერენა, ან ვამპირი სტეფან სალვატორი ან რაში ეხმარება „თერაპევტი“ ოტისი თანასკოლელებს? - ამ კითხვებზე პასუხს ცოტა მოგვიანებით, ქვემოთ მიიღებთ.

იქამდე კი, ალბათ, ყველა მშობლისთვის ნაცნობია სიტუაცია, როცა თინეიჯერი შვილი საკუთარ ოთახში შეიკეტება და კომპიუტერის ეკრანს საათობით არის მიჯაჭვული. გაინტერესებთ, რას უყურებენ თქვენი შვილები? - პასუხი მარტივია: სერიალებს, რომლებმაც მსოფლიო მოიცვა.

მაგრამ პოპულარული სერიალების თემა სახლის კედლებს სცდება და ეს საკითხი მშობლების გარდა, მასწავლებლებისთვისაც შეიძლებ საინტერესო აღმოჩნდეს. საყვარელ პორსონაჟებსა თუ განვითარებულ სიუჟეტებზე აზრის გაცვლა მოსწავლეებს არა მხოლოდ შესვენებების, გაკვეთილის დროსაც იტაცებთ. მასწავლებლებისთვის სრულიად უცხოა ის პერსონაჟები, რომლებზეც მათი მოსწავლეები გამუდმებით საუბრობენ ან შეიძლება სულაც ბაძავენ მათ.

იმისთვის რომ იცოდეთ, ვისზე საუბრობენ, ვის ტერმინებს იმეორებენ, ვისი „ცხოვრების“ განვითარებას აკვირდებიან და გადაჭარბებულიც არ იქნება თუ ვიტყვით, რომ „ვისი ცხოვრებით ცხოვრობენ“, მშობლებსა და მასწავლებლებს, გთავაზობთ TOP 10 სერიალს, რომელსაც თინეიჯერები უყურებენ:

Gossip Girl - ჭორიკანა სერენას თითქმის ყველა თინეიჯერი და თანაც ყველაზე უკეთ იცნობს. სერენა ვან დერ ვუდსენი ქერა და ლამაზია. ჭორიკანა გოგონა დაუნდობელი და იდუმალი ბლოგერია, რომელიც აფიქსირებს ყველა საიდუმლოებას თინეიჯერების შესახებ, ის მიჰყვება პრივილეგირებული მოზარდების ცხოვრებას.



The Vampire Diaries - სერიალი, რომელმაც ადამიანებს ვამპირები შეაყვარა. ეს არის ამერიკული ზებუნებრივი თინეიჯერული დრამატული სატელევიზიო შოუ. სერიალი მოგვითხრობს ელენა გილბერტის ცხოვრების შესახებ, რომელსაც თავისზე 1 საუკუნით უფროსი ვამპირი სახელად სტეფან სალვატორი უყვარდება. მათი ცხოვრება მით უფრო რთულდება, როცა სტეფანის უფროსი, ბოროტი ძმა დეიმონი ბრუნდება იმ გეგმით, რომ გაანადგუროს ქალაქი და ცხოვრება გაუმწაროს თავის ძმას. ძმები იწყებენ თავისი გრძნობების გამოვლენას ელენას მიმართ, იმიტომ რომ ის მათ ძველ სიყვარულს კეტრინს აგონებთ. აღმოჩნდა, რომ ელენა კეტრინის ასლია. ვამპირების გარდა სერიალში გვხვდება სხვა ზებუნებრივი არსებებიც, როგორებიცაა მაქციები, გრძნეულები, აჩრდილები და ჰიბრიდები.



Sex education - თქვენ სექსუალური განათლება პირველ რიგში ეხება იმ რთულ ემოციებს, რომლებიც თან ახლავს ფიზიკურ სურვილს. ამ გრძნობების გაანალიზებაში თანატოლებს ეხმარება ოტისი, რომელიც სეანსებს უტარებს სექსუალური პრობლემების მოსაგვარებლად. პარადოსქსია ის, რომ მაშინ, როდესაც სხვებს 16 წლის თერაპევტი სხვებს ეხმარება, თავად აქვს ამ კუთხით პრობლემები. ეს კი მხოლოდ მისმა უახლოესმა მეგობარმა ერიკმა იცის. მეორე უცნაურობა ამ სერიალში არის ის, რომ ოტისის დედა ლიცენზირებული სქესისა და ურთიერთობების თერაპევტია, თუმცა საკუთარი შვილის გარდატეხის პერიოდი ყურადღების მიღმა რჩება და ვერც მის პრობლემებს ამჩნევს. ეს სერიალი საინტერესოა როგორც თინეიჯერებისთვის, ასევე მათი მშობლებისთვის - რათა ორივემ იცოდეს ამ ასაკში, რა და როგორ ხდება, და შესაბამისად, როგორ უნდა იმოქმედონ სწორად.



American Vandal - სერიალს საფუძვლად უდევს გაზეთში გამოქვეყნებული სატირული სტატია, რომელშიც ტრაგიკული და თან სასაცილო ამბავია მოთხრობილი. სრიალში გამოძიება მიდის ერთ-ერთ ავტოსადგომზე მოსწავლის მიერ ჩადენილ ვანდალურ ფაქტზე. პოლიციის მტკიცებით დამნაშავემ, 27 მანქანაზე ვანდალური ფაქტი ჩაიდინა და მათ უცენზურო გამოსახულება მიახატა. მას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობას აკისრებენ და სკოლიდან აძევებენ. ამის პარალელურად, დამწყები ჟურნალისტი ალტერნატიული გამოძიების ჩატარებას გადაწყვეტს, რათა გასცეს პასუხი კითხვებს: არის თუ არა დილან მაქსველი დამნაშავე, სამართლიანია თუ არა მისი სკოლიდან გარიცხვა და სინამდვილეში ვინ ჩაიდინა ვანდალური ქმედება.



tranger Things - ეს ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკაა. მისი სიუჟეტი კი ასე ვითარდება: 1980-იან წლებში ახალგაზრდა ბიჭი უჩინარდება. მეგობრები, ოჯახი და ადგილობრივი პოლიცია პასუხებს ეძებს, ისინი ჩართულნი არიან ძალიან მისტიურ გამოძიებაში. ამასთან, სერიალში ზებუნებრივი მოვლენები ხდება. პოლიციის პარალელურად, დაკარგული გმირის მეგობრები საკუთარ გამოძიებას იწყებენ. ისინი შეხვდებიან გოგონას, რომელიც სწორედ იმ ადგილიდან არის გამოქცეული, სადაც ახლა მათ გაუჩინარებული მეგობარია. გოგონას აქვს ზებუნებრივი ძალები. იპოვიან თუ არა დაკარგულ ბიჭს? - პასუხს სერიალიდან მიიღებთ.


Pretty Little Liars – სერიალი მიჰყვება 4 გოგონას ამბავს. ისინი იჩხუბებენ, როცა მათი „დედოფალი ფუტკარი“ ალისონ დილორენტი წვეულების დროს გაუჩინარდება, ხოლო ერთი წლის თავზე კვლავ იკრიბებიან. შეხვედრის ადგილას გოგონებს ხვდებათ შეტყობინება ანონიმით "ა", რომელმაც ყველა მათი საიდუმლო იცის და ემუქრება გამოაშკარავებით. მათ შორის ისეთი ამბების, რომლებიც მხოლოდ ალისონმა იცოდა. ამის გამო, თავდაპირველად, ფიქრობენ, რომ ეს თავად ალისონია, მაგრამ მას შემდეგ, რაც მის სხეულს ნახავენ, აცნობიერებენ, რომ ვიღაც გეგმავს მათი ცხოვრების განადგურებას. ეს მათ სიცოცხლეს უფრო საშიშს გახდის, ვიდრე წარმოიდგენენ. შეიძლება ეს ადამიანი იყოს ალისონი? თუ არა, მაშინ ვინ არის? გოგონები გაერთიანდნენ, თუ ვინ არის ეს A და შეაჩეროს იგი საიდუმლოების გამოვლენაში.



Derry Girls - სერიალში მოვლენები 1990-იანი წლებში ვითარდება და კათოლიკური სკოლის მოსწავლეების ცხოვრებას აღწერს. მთავარი ამბავი 16 წლის ერინის ოჯახის ფონზე ვითარდება. გოგონა ცდილობს გაერკვეს საკუთარ პრობლემებში.



Atypical - ეს სატელევიზიო შოუ ერთ-ერთი ისეთ აქტუალურ საკითხს ეხმიანება, როგორიცაა აუტიზმი. 18 წლის აუტისტი სემი გადაწყვეტს, რომ მეგობარი გოგოს პოვნის და და მოგზაურობის დროა. მისი სურვილი დედამისს აიძულებს არჩეული ცხოვრების გზა შეიცვალოს, რადგან მისი ვაჟი დამოუკიდებლობას ეძებს. სერიალი ინკლუზიურობისა და თანაგრძნობის გზავნილია. ეს არის ემოციური მოგზაურობა, რომელსაც შესაძლოა მოულოდნელობები შეხვდეს, მაგრამ საბოლოოდ ღირს ეს ინვესტიცია.



Chilling Adventures of Sabrina - საბრინა სპელმანი ტიპიური თინეიჯერი გოგონა იქნებოდა, რომ არა მისი ჯადოქრობა და ზებუნებრივი ძალები. ის ცდილობს გაერკვეს ერთის მხრივ თავის ადამიანურ, მეორეს მხრივ კი მაგიურ ბუნებაში. პარალელურად მას უწევს იმ ბოროტ ძალებთან ბრძოლა, რომლებიც ემუქრება მას, მის ოჯახს და სრულიად კაცობრიობას.



Glee -  ეს არის მუსიკალური კომედია. ესპანური ენის პედაგოგი სკოლის გუნდის აღდგენას გეგმავს. მოწადინებული და ამბიციური მოსწავლეები არა მხოლოდ სხვებს უწევენ კონკურენციას, არამედ თავიანთი სკოლის მკაცრ და სასტიკ რეალობებსაც უმკლავდებიან. უილ შუსტერი გუნდის წევრებს ნამდვილ ვარსკვლავებად აქცევს!


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„ყველა საგანი უკავშირდება სხვა რომელიმე სფეროს და ინტეგრირება ხდება სხვადასხვა საგანთან“
 
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება