სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

5 რჩევა, რომ კარგი რეპეტიტორი იპოვოთ - არ მოგატყუოთ ფორმალურმა რეგალიებმა...
07-03-2020
-
+


რეპეტიტორის შერჩევა საკმაოდ რთული პროცესია. ზოგჯერ პედაგოგის კვალიფიკაცია გაეჭვებთ, ზოგჯერ კი ის ძალიან ძვირი ღირს.

„ეტალონი“ გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, როგორ უნდა იპოვოთ რეპეტიტორი, რომელიც თქვენს მოთხოვნებს პასუხობს:

მკაფიოდ განსაზღვრეთ თქვენი მიზანი

კარგი რეპეტიტორი რომ იპოვოთ, აუცილებელია, იცოდეთ, კონკრეტულად რისი მიღწევა გინდათ. „ცოდნის მიღება“ ძალიან ზოგადი და ბუნდოვანი მიზანია, სკოლაში კარგი ნიშნებიც არცისე ლოგიკურია, რადგან ამას პრაქტიკული ღირებულება არ აქვს. თუმცა, მაგალითად, ის, რომ კონკრეტულ უნივერსიტეტში სასურველ ფაკულტეტზე ჩააბაროთ, საკმაოდ მკაფიო მიზანია.

არ მოგატყუოთ ფორმალურმა რეგალიებმა

ბევრ რეპეტიტორს უყვარს თავისი დამსახურებებითა და სამეცნიერო ხარისხებით თავის მოწონება, თუმცა თქვენ ამან არ უნდა მოგატყუოთ. მაგალითად, იმისთვის, რომ ეროვნულ გამოცდებზე ბიოლოგიაში მაღალი შეფასება მიიღოთ, თქვენი მასწავლებლის მედიცინის დოქტორის ხარისხი სულაც არ გჭირდებათ.

გააკეთეთ წინასწარი ანალიზი

დაელაპარაკეთ ნაცნობ მშობლებს, რომლებსაც შვილები რეპეტიტორებთან დაყავდათ, ბავშვებს, რომლებიც მათთან დადიოდნენ, კითხეთ, რას ფიქრობენ ამ რეპეტიტორზე და რა შედეგებს მიაღწიეს. 

დაათვალიერეთ ისინი სოციალურ ქსელებში

მოიძიეთ ინფორმაცია ფორუმებზე, ბლოგებსა და სოციალურ ქსელებში. წაიკითხეთ, რას წერენ მათზე, როგორ გამოიყურება მათი სოციალური ქსელები. როგორც წესი, აქედან კარგად ჩანს მათი ინტერესები, ღირებულებები და მიღწევებიც. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ბოლომდე არ უნდა ენდოთ. მითუფრო საქართველოში, სადაც ვირტუალურ იმიჯს ბევრი სერიოზულად არ ეკიდება და არც აქტიურია სოციალურ ქსელებში. 

მოძებნეთ მასწავლებლები, რომლებიც სპეციალიზირებულები არიან თქვენთვის საინტერესო სფეროში

როგორ წესი, ყველაზე კარგი შედეგი მაშინ მიიღწევა, როცა თქვენთან კონკრეტული სპეციალიზაციის ადამიანი მუშაობს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

2 არასრულწლოვანი მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით დააკავეს

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

პიროვნება
სკოლები

აქტივობები მიზნად ისახავდა ქიმიის მიმართ ინტერესის გაღვიძებასა და ცოდნის გამდიდრებას

გაკვეთილს ესწრებოდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელები და სხვა დაინტერესებული პირები

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება