სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მოსწავლეებისთვის სიურპრიზი იყო“ - თბილისის N124 საჯარო სკოლაში გამართულ კონკურსს გოჩა ტყეშელაშვილი დაესწრო
12-02-2020
-
+


მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის N124 საჯარო სკოლაში პირველი სემესტრის ბოლოს, მეოთხეკლასელებს შორის, საგნობრივი კონკურსის მეორე ტური ჩატარდა. კონკურსს „ეტალონის“ პროექტების ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი მიწვეული სტუმრის რანგში ესწრებოდა.

გოჩა ტყეშელაშვილმა მოსწავლეებს სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა.

მეორე ტური სამ ეტაპად ჩატარდა და მასში ის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებმაც პირველი ეტაპი წარმატებით გადალახეს.

გამოვლინდა „ყველაზე ჭკვიანის“ ტიტულის მქონე მოსწავლე, ორი პირველი ადგილზე გასული მოსწავლე და მეორე და მესამე ადგილის მფლობელები.

„მეორე ტურის პირველი ეტაპი მოიცავდა 9 კითხვას სხვადასხვა საგანში. მაღალქულიანი ბავშვები გადავიდნენ მეორე ეტაპზე. შემდგომში იგივე პრინციპით ჩატარდა მეორე ეტაპი, აქაც 9 კითხვა მოვიდა სხვადასხვა საგნიდან. შემდეგ იყო ბლიც ტური, სადაც ბავშვებს ლოგიკური სააზროვნო შეკითხვები შეხვდათ. მოსწავლეებს მეორე ტურში გადასვლის სიგელები გადაეცათ. ვინც პირველ ტურში გადავიდა შესაბამისი სიგელი და საჩუქრები მიიღო“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი, პედაგოგი ბელა ბედიანი.

კონკურსზე ჟიურის წევრები პარალელური კლასების მასწავლებლები იყვნენ. კონკურსში მონაწილე მოსწავლეები ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალ izrune.ge-ში აქტიურად არიან ჩართულნი.

პედაგოგის თქმით, გოჩა ტყეშელაშვილის სტუმრობამ მოსწავლეები ძალიან გაახარა.

„თითოეული ბავშვის ემოციით მე თვითონაც გაოცებული ვარ, ისეთი ბედნიერები იყვნენ. ნერვიულობდნენ კიდევაც, მაგრამ ძალიან მოტივირებულები იყვნენ. ბატონი გოჩას სტუმრობა მოსწავლეებს ძალიან გაუხარდათ. ეს მათთვის სიურპრიზი იყო“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სტუმრები ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეობენ სასწავლო პროცესში

„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება