სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , რჩევები

4 ტყუილი, რომლებსაც ბავშვობაში ბებიები გვაჯერებენ
13-02-2020
-
+


ყველა ნამდვილ ბებიას ორი სურვილი აქვს: შვილიშვილებს თბილად ეცვათ და კარგად იკვებებოდნენ. ისინი მუდმივად შეწუხებულები არიან ჩვენი ბედით, განუწყვეტლივ გვიმეორებენ, რომ ზამთარში ქუდი დავიხუროთ, ყოველთვის ნოყიერად ვისაუზმოთ, იმ წესებით ვიცხოვროთ, რომლითაც თავად იზრდებოდნენ. თუმცა ბევრი რამ, რასაც ბავშვობაში ჩვენზე ზრუნვითა და სიყვარულით გვაჯერებენ, სინამდვილეში სულაც არ არის სიმართლე.

„ეტალონი“ ბებიების 4 ყველაზე ცნობილ „ტყუილს“ გაგაცნობთ: 

ბევრი შოკოლადი გამონაყარს იწვევს

მკვლევარებს ტკბილეულის მოყვარულებისთვის კარგი სიახლე აქვთ: ჭარბი შოკოლადი ყოველთვის არ იწვევს გამონაყარს. პენსილვანიის უნივერსიტეტის დერმატოლოგებმა ეს კვლევით დაასაბუთეს. ექსპერიმენტში 65 ადამიანი მონაწილეობდა. ერთი ჯგუფი ყოველდღიურად ჭამდა შოკოლადს, საკონტროლო ჯგუფში კი მიირთმევდნენ ტკბილეულს, რომელიც, ფაქტობრივად, არ შეიცავდა შოკოლადს. ერთი თვის შემდეგ დერმატოლოგებმა ნახეს, რომ გამონაყარი არ იყო დამოკიდებულები შოკოლადის ოდენობაზე. მკვლევარები ირწმუნებიან, რომ ჭარბი შოკოლადი არ ახდენს გავლენას გამონაყარზე და ის ასევე აწუხებთ, მაგალითად, კომბოსტოსა და ხორცის მოყვარულებს. ბებიების ეს გაფრთხილება იმათთვისაა, ვისი კანიც არ არის მიდრეკილი გამონაყარისკენ, რადგან ამ შემთხვევაში შოკოლადი შეიძლება მაპროვოცირებელი გახდეს.

სიბნელეში კითხვა მხედველობას აუარესებს

ადამიანები ახლომხედველები ან შორსმხედველები კითხვის გამო არ ხდებიან. ოფთალმოლოგები ამტკიცებენ, რომ თვალს შეუძლია ადაპტირება როგორც მზესთან, ასევე სიბნელესთან. სუსტმა განათებამ შეიძლება ხელი შეუწყოს თვალის სწრაფად დაღლილობას, მშრალი თვალის სინდრომს და თავის ტკივილს, თუმცა  მხედველობის კლებაზე ის არანაირ გავლენას არ ახდენს.

თუ ქუჩაში ქუდის გარეშე გახვალ, გრიპი დაგემართება

ამ შემთხვევაში ბებია ნამდვილად ცდებოდა. გრიპით ქუჩაში უქუდოდ გასვლით არ ავადდებიან, გრიპს ვირუსები იწვევს და არა ცივი ჰაერი.

საუზმის გარეშე ტვინი არ მუშაობს

ყველა თანხმდება, რომ ბავშვებისა და მოზარდებისთვის საუზმე აუცილებელია. ბევრი კვლევა ამტკიცებს, რომ ის მოსწავლეები, რომლებიც დილით საუზმობენ, უფრო მაღალ შეფასებებს იღებენ. თუმცა, მიუხედავად ამისა, ბევრი მეცნიერი საუზმის ასეთ სარგებლიანობას გადაჭარბებულად თვლის.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება