სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ევროკავშირი 16-17 წლის მოსწავლეებისთვის ახალ სასტიპენდიო პროგრამას აცხადებს
02-02-2020
-
+


ევროკავშირი მოსწავლეების აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპულ სკოლაში მისაღებად ახალ სასტიპენდიო პროგრამას აცხადებს. სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობა აზერბაიჯანის, ბელორუსიის, მოლდოვის რესპუბლიკის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის 16-17 წლის იმ მოსწავლეებს შეუძლიათ, რომლებსაც სურთ, ევროპისა და ევროკავშირის შესახებ ცოდნა გაიღმავონ.

მსურველებისთვის განაცხადების შეტანა შესაძლებელია 2020 წლის 14 მარტამდე.

სასტიპენდიო პროგრამას აფინანსებს ევროკავშირი. ის საუკეთესო აკადემიური მოსწრების 35 მოსწავლეს მრავალ ქვეყანაში აღიარებული საერთაშორისო დიპლომის მოპოვებაში დაეხმარება. პროგრამა ორწლიანია.

შერჩეულ მოსწავლეებს გაკვეთილები ჩაუტარდებათ მრავალენოვან, მულტიკულტურულ გარემოში, რათა მათ გაიფართოვონ წარმოდგენა ევროპასა და ევროკავშირზე და გაიღრმავონ ევროპული ენების, ლიტერატურისა და ისტორიის ცოდნა.

მოსწავლეებს ასევე ექნებათ მრავალფეროვან კლასგარეშე პროგრამებში და ევროკავშირის საკითხებისადმი მიძღვნილი მაღალი დონის კონფერენციებში მონაწილეობის საშუალება. სკოლის დამთავრების შემდეგ ისინი მიიღებენ საერთაშორისო დიპლომს ევროპეისტიკის განხრით.

დაინტერესებულმა მოსწავლეებმა განაცხადები უნდა შეიტანონ ვებსაიტის www.eapeuropeanschool.eu საშუალებით 2020 წლის 14 მარტის 12:00 საათამდე (შუადღე, მსოფლიო კოორდინირებული დრო [UTC] +4:00).

განაცხადის შეტანის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ვებგვერდზე.

შერჩევის პროცესი მოიცავს წერილობით ტესტებს და გასაუბრებებს პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებთან. 2020-2021 სასწავლო წლის სტიპენდიის მიმღებთა სია გამოცხადდება 2020 წლის მაისის მეორე ნახევარში.

აღნიშნულთან დაკავშირებით შეკითხვები გაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე euscholarship@eapeuropeanschool.eu  ან დარეკეთ ნომერზე: +995 32 225 70 06


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

სახელმწიფო უნივერსიტეტებში მობილობის წესები იცვლება – რა შეზღუდვები ამოქმედდება 2026-2027 სასწავლო წლიდან

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება