სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , რჩევები

როგორ ვისწავლოთ და ვასწავლოთ ინგლისური სიტყვები სწრაფად? - ბევრი მარტივი და სახალისო გზა არსებობს
28-01-2020
-
+


ინგლისური ენის ცოდნა სულ უფრო და უფრო საჭირო ხდება. ეს ლოგიკურიცაა, რადგან ჩინური ენის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანი სწორედ ამ ენაზე საუბრობს. იმისთვის, რომ ინგლისურად კომუნიკაცია შეძლოთ, აუცილებელია ლექსიკური მარაგი გქონდეთ.

გაინტერესებთ, როგორ უნდა ისწავლოთ და ასწავლოთ ინგლისური სიტყვები სწრაფად და მარტივად? - „ეტალონი“ გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც მოსწავლეებსაც და მასწავლებლებსაც გამოგადგებათ:

უცხო სიტყვების ბარათები

ეს ძველი, მაგრამ ეფექტური მეთოდია. ბარათის ერთ მხარეს უნდა დაწეროთ სიტყვები მშობლიურ ენაზე, მეორე მხარეს - ინგლისურად. შემდეგ კი შეგიძლიათ დაიწყოთ სიტყვების შესწავლა და შეამოწმოთ თქვენი ცოდნა ბარათების გადატრიალებით.



სიტყვების წიგნაკი

იმ ადამიანებისთვის, ვისაც ბარათები ეკარგება, ლექსიკონის გაკეთება წიგნაკში ნამდვილად მოსახერხებელი იქნება. უფრო რთული მეთოდია დაწეროთ სიტყვა ინგლისურ ენაზე, მეორე მხარეს კი მისი ახსნა იმავე ენაზე




გააერთიანეთ სიტყვები თემატიკის მიხედვით

როგორც წესი, მარტივად გვამახსოვრდება სიტყვების ჯგუფი, რომლებიც ერთ თემასთანაა დაკავშირებული. მაგალითად  სიტყვები ამინდის თემაზე. ამიტომ დაყავით სიტყვები კატეგორიების მიხედვით, მაგალითად: სკოლა, გარემო და ა.შ. არსებობს რასტორფის ეფექტი, რომლის თანახმადაც, ადამიანის ტვინი უკეთ იმახსოვრებს ჯგუფის ობიექტებიდან იმას, რაც გამოკვეთილია. ამიტომ შეგიძლიათ ასე მოიქცეთ: მაგალითად იმ თემატიკაში, სადაც ხილის სიტყვებს გააერთიანებთ, ჩაწერეთ ერთი სიტყვა ტრანსპორტის განყოფილებიდან. ასე თქვენი სიტყვები უფრო გამოკვეთილი გახდება. შეგიძლიათ დახატოთ ე.წ. გონებრივი რუკები, „მაინდ მეფები“. თქვენ რუკაზე ერთად უნდა განათავსოთ ის სიტყვები, რომლებიც ერთ თემას უკავშირდება. თანაც სანამ ხატავთ, სიტყვებსაც იმახსოვრებთ.



გამოიყენეთ ასოციაციის მეთოდი

იმისთვის, რომ ინგლისური სიტყვა მარტივად დაიმახსოვროთ, მოუფიქრეთ მათ ასოციაციები ქართულად. ყველასთვის ცნობილი Marry Christmas-ის სასაცილო ქართული ანალოგი - „მერი ჭრის თმას“ სწორედ ამ მეთოდის ნიმუშია. რაც უფრო ცოცხალი და სახალისო იქნება ასოციაცია, უფრო მარტივად დაიმახსოვრებთ სიტყვას.

წაიკითხეთ ხმამაღლა ახალი სიტყვები

სწავლის პროცესში უკეთესია, თუ უცხო სიტყვებს ხმამაღლა და გამოთქმით წაიკითხავთ, რადგან ასე თქვენ სმენითი მეხსიერებაც გიაქტიურდებათ.

გამოიყენეთ ნასწავლი სიტყვები საუბარში

როგორ ვისწავლოთ ინგლისური სიტყვები ისე, რომ არ დაგვავიწყდეს? "use it or lose it" - ამისთვის ამ პრინციპის გათვალისწინება მოგიწევთ. იმისთვის, რომ თქვენს მეხსიერებაში დარჩეს სიტყვები, საჭიროა ისინი აქტიურად გამოიყენოთ. შეადგინეთ პატარა მოთხრობები ნასწავლი სიტყვების გამოყენებით.

რეგულარულად შეამოწმეთ თქვენი ცოდნა ტესტების გამოყენებით

ტესტირებით თქვენ მარტივად მიხვდებით, რა დაგრჩათ გონებაში და რისი გადამეორება დაგჭირდებათ.



დღეში 5-10 სიტყვა მაინც ისწავლეთ

გიფიქრიათ, რამდენი სიტყვა გეცოდინებათ, დღეში სულ რაღაც 10 სიტყვა რომ გესწავლათ? თუმცა გვიანი არც ახლაა. იმისთვის, რომ სიტყვები კარგად დაგამახსოვრდეთ, უმჯობესია თუ ბევრის ერთად დამახსოვრებას არ შეეცდებით, 5-10 სიტყვაც საკმარისი იქნება. მთავარია, ყოველთვის როცა ახალ სიტყვებს ისწავლით, გაიმეორეთ ძველი, რომ  პროგრესი შესამჩნევი იყოს.

გამოიყენეთ სახალისო მეთოდები

შეავსეთ კროსვორდები ინგლისურ ენაზე, ასევე ინტერნეტში არსებობს არაერთი თამაში ინგლისური ენის შესასწავლად.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს შეეხება - პროგრამა ხვალიდან, 22 ოქტომბრიდან იწყება 

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„მობილური ტელეფონების შეზღუდვა, სასკოლო ფორმების დაწესება, მოსწავლეებში თანასწორობის განცდას აძლიერებს“...

ბალღოჯიანის საჯარო სკოლა თამარ კირიაკოვს გულითადად ულოცავს ამ მნიშვნელოვან აღიარებას

მოსწავლეებმა პატივი მიაგეს აკაკი წერეთლისა და სხვა დიდი ქართველი მწერლებისა და პოეტების ხსოვნას

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება