სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როდის მიიღებენ სერტიფიკატებს „ეროვნული სკოლის“ კურსდამთავრებულები? - მათ დანამატი დასაქმების პირველივე თვიდან დაერიცხებათ
14-01-2020
-
+


„მასწავლებლის ეროვნული სკოლის“ კურსდამთავრებულები სერტიფიკატებს იანვრის ბოლოს მიიღებენ, - ამის შესახებ „ეტალონს“ მასწავლებლის სახლში განუცხადეს.

„მასწავლებლის ეროვნული სკოლის“ ყველა საგნის კურსდამთავრებულს, ვინც პროგრამის სრული კურსის, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილი დაძლია, სერტიფიკატი გადაეცემა. მათ ხელფასზე დანამატი მაღალმთიან რეგიონში დასაქმების პირველივე თვიდან დაერიცხებათ. 

პროგრამის კურსდამთავრებულებს უფლება ეძლევათ, მიიღონ სკოლაში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა და გააგზავნონ რეზიუმე სასურველ ვაკანსიაზე. სამოტივაციო წერილში კი უნდა მიუთითონ, რომ გაიარეს „მასწავლებლის ეროვნული სკოლა“.

„ყველას შეუძლია კონკურსში მიიღოს მონაწილეობა და გამოცხადებულ ვაკანსიებზე გაგზავნოს CV. აღნიშნეთ რეზიუმეში, რომ გაიარეთ „მასწავლებლის ეროვნული სკოლის“ სრული კურსი“, - მიმართავს კურსდამთავრებულებს მასწავლებლის სახლის წარმომადგენელი.

მისი განმარტებით, ვინც აღნიშნული პროგრამა გაიარა, კონკურსში მონაწილეობისას სხვა უსტატუსო კანდიდატებთან შედარებით პრივილეგია ექნება, თუმცა კანდიდატის დასაქმების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას დირექცია მიიღებს.

ცნობისთვის, „ეროვნული სკოლა“ მასწავლებლის სახლის მიერ შემუშავებული პროექტია, რომლის მთავარი მოთხოვნაა, გადამზადებული კადრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მცირეკონტიგენტიან სკოლებში წავიდნენ სამუშაოდ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 

განახლებული წესები და მოთხოვნები მასწავლებლებისთვის - საშინაო დავალებები ელჟურნალში უნდა აიტვირთოს

სამინისტრო მოსწავლეებისთვის ლინზიან კომპასებს და რესპირატორებს ყიდულობს 

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება