სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , რჩევები

3 მითი სასკოლო განათლებაზე
12-06-2021
-
+


სასკოლო განათლების ირგვლივ უამრავი მოსაზრება არსებობს, რომელთა ნაწილი სინამდვილეს სულაც არ შეესაბამება და მითებს წარმოადგენს.

„ეტალონი“ გთავაზობთ 3 გავრცელებულ მითს, რომელიც სკოლაში სწავლას უკავშირდება:

ბავშვებს უნდა მისცეთ აკადემიური ცოდნა, სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანია

რეალურად, ჩვენ არ ვიცით, როგორი იქნება სამყარო და რა პროფესიებზე იქნება მოთხოვნა წლების შემდეგ, როცა სასკოლო ასაკის მოსწავლეები სკოლას დაამთავრებენ. ამიტომ მათთვის მხოლოდ აკადემიური ცოდნის მიცემა არც ისე სასარგებლოა. უმჯობესია მათ სწრაფად ორიენტირების უნარები, ჩარჩოებს გარეთ და კრიტიკულად აზროვნება ვასწავლოთ.

თვითგანვითარების უნარი მხოლოდ გამონაკლის მოსწავლეებს აქვთ

მოსწავლეების შედეგები, მონდომება და მოტივაცია მასწავლებლის დამსახურებაა და არა მხოლოდ თანდაყოლილი უნარი. მასწავლებელმა უნდა იმუშაოს, რომ ბავშვს სწავლის უნარები გამოუმუშავდეს. ნებისმიერი ბავშვი შეიძლება გახდეს მოტივირებული მასწავლებლის ძალისხმევით. თუმცა თუ პედაგოგი თავად არ მუშაობს თვითგანვითარებაზე, სავარაუდოდ, ამას მისი მოსწავლეც არ გააკეთებს, რადგან მისთვის სწორედ მასწავლებელია მოდელი.

სკოლაში სწავლის საჭიროებას ტექნოლოგიები ანაცვლებს

ხშირად არის საუბარი იმაზე, რომ თანამედროვე სასწავლო ონლაინ პლატფორმებს და ყველასთვის ხელმისაწვდომ ინტერნეტს მასწავლებლის ჩანაცვლება შეუძლია, თუმცა პედაგოგებს ამის ნამდვილად არ უნდა ეშინოდეთ. ტექნოლოგიები მხოლოდ ეხმარება მასწავლებელს ეფექტურ კომუნიკაციაში და სწავლებაში ინდივიდუალური მიდგომების პოვნაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დირექტორებმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება