სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , რჩევები

5 სიტუაცია, როცა უმჯობესია მასწავლებელი გაჩუმდეს
17-01-2020
-
+


შეგიმჩნევიათ, რომ ზოგჯერ არ ვლაპარაკობთ იმაზე, რაზეც ღირს საუბარი, ხოლო როცა გაჩუმება სჯობს, მაშინ საუბარს ვარჩევთ? ამის აღმოჩენა არცთუ ისე სასიამოვნოა, თუმცა მსგავსი სიტუაციებისგან თავის არიდებას ხშირად ვერც მასწავლებლები ახერხებენ.

„ეტალონი“ გაგაცნობთ 5 სიტუაციას, როცა უმჯობესია მასწავლებელი გაჩუმდეს.

გაჩუმდით, თუკი თქვენ წინ უპასუხისმგებლო მშობელია, რომელიც თქვენს ცოდნასა და ავტორიტეტს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს

მიეცით ასეთ მშობელს საშუალება სუფთა ფურცლიდან დაგინახოთ. შეეცადეთ, მოიპოვოთ მისი კეთილგანწყობა ისე, რომ მასთან კონფლიქტში არ შეხვიდეთ. ყველა მშობელს ხომ სინამდვილეში თავისი შვილისთვის უბრალოდ კარგი უნდა.

გაჩუმდით, თუ ფიქრობთ, რომ მხოლოდ თქვენ ხართ მართალი

საუბარი უკვე დამთავრებულია, მიუხედავად იმისა, დაიწყო თუ არა ის, თუკი თქვენ თვლით, რომ ერთადერთი ხართ, ვისაც პრობლემის გადაწყვეტის მზა რეცეპტი აქვს. თქვენ არ გაქვთ უფლება თავი სხვისი ცხოვრების ექსპერტად დაინიშნოთ. ისწავლეთ მოსმენა და შეკითხვების დასმა. ისინი დაგეხმარებათ, იპოვოთ საუკეთესო გადაწყვეტა, რომელზეც სინამდვილეში შეიძლება წარმოდგენაც არ გქონდათ.

გაჩუმდით, თუ აპირებთ, რომ უარყოფითი მაგალითები მოიყვანოთ და მომავლის საშინელი სურათები დახატოთ

არასდროს უთხრათ მოსწავლეებს ან მათ მშობლებს, რომ ისინი რაღაცას ვერ შეძლებენ. ასე თქვენ მათ მომავლის შიშს ჩაუნერგავთ და მათ ნდობასა და სიყვარულს ვერასდროს დაიმსახურებთ. მიეცით მათ პოზიტიური მაგალითები და იყავით მოტივაციის წყაროები.

გაჩუმდით, სანამ არ გასცემთ პასუხს შეკითხვას, ვინ გინდათ იყოთ ამ საუბარში და რისი თქმა გინდათ იმით, რის თქმასაც გეგმავთ

მხოლოდ მაშინ, როცა თქვენს მიზნებს განსაზღვრავთ, დაიწყეთ სიტყვების შერჩევა. შეეცადეთ აღმზრდელობითი სიტყვები ჩაანაცვლოთ. არავის სიამოვნებს, როცა ჭკუას ასწავლიან.

გაჩუმდით, სანამ არ გეცოდინებათ, რა გრძნობა გინდა დარჩეთ თქვენს თანამოსაუბრეს თქვენთან საუბრის შემდეგ

თუ თქვენი საუბარი მაპროვოცირებელია ან სურვილი გაქვთ თქვენს მოსწავლეს, მშობელს ან კოლეგას თქვენთან საუბრის შემდეგ შიშის, აგრესიისა და დანაშაულის განცდა დარჩეს, ასევე, უმჯობესი იქნება, გაჩუმდეთ.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება