სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

''ეროვნული ინტელექტ ჩემპიონატი'' დაიწყო - დღეს ''წალენჯიხის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდება
27-09-2016
-
+


სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტი "ეტალონი" დღეიდან ახალ სეზონს იწყებს. 

2016-2017 სასწავლო წლების ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი სტარტს იღებს.







დღეს "ეტალონის" შემოქმედებითი გუნდი, პროექტის წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტს სტუმრობს. 



ამ წუთებში წალენჯიხის ქალაქ ჯვარის კულტურის სახლში მუნიციპალიტეტის გამორჩეულ ახლაგაზრდებს შორის ინტელექტ-შეჯიბრი მიმდინარეობს. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან. 



აღსანიშნავია, რომ ინტელექტუალური დაპირისპირების გამართვამდე მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში მოსწავლეთა შესარჩევი ტესტირება ჩატარდა. შემდეგ ეტაპზე კი ყველაზე მაღალქულიანი 30 მოსწავლე გავიდა. 



დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს წალენჯიხის "ეტალონი მოსწავლის" ტიტული გადაეცემა და ის გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. 



"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს".

 

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება