სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , რჩევები

13 ხელნაკეთი საახალწლო დეკორაცია, რომლებიც შეგიძლიათ შვილებთან ერთად მარტივად დაამზადოთ
25-12-2019
-
+


ახალი წლის დეკორაციებზე ზრუნვა წინასაახალწლო სამზადისის ერთ-ერთი ნაწილია. თქვენ შეგიძლიათ ამ პროცესში თქვენი შვილებიც ჩართოთ და საახალწლო სუვენირების დამზადებაზე მათთან ერთად იზრუნოთ. ასე თქვენ ძვირადღირებული დეკორაციებისთვის ფულსაც დაზოგავთ და შვილებთან ერთად სასიამოვნო დროის გატარებასაც შეძლებთ.

„ეტალონი“ გთავაზობთ 13 საახალწლო დეკორაციას, რომლებსაც სახლის პირობებში შვილებთან ერთად მარტივად დაამზადებთ:

ნაძვის ხის მოსართავები ბუნებრივი მასალისგან


ტყეში ნაპოვნი გირჩებისგან და თხილის ნაჭუჭებისგან შეგიძლიათ ლამაზი საახალწლო დეკორაციები დაამზადოთ. ყველაზე მარტივი არჩევანია, შეღებოთ ისინი და ნაძვის ხეზე დაამაგროთ ან მოამრგვალოთ და ზედ სხვადასხვა ფერის ბანტები დაამაგროთ.



გნომები გირჩებისგან

შეგიძლიათ გირჩებს მრგვალი ბურთულები დაამაგაროთ, რომლებსაც ფერადი ქაღალდებისგან ან ნაჭრისგან ქუდებსა და კაშნებს გამოუჭრით და თქვენი გნომებიც მზად იქნება.



საახალწლო გვირგვინი

მრგვალად გამოჭრილი მუყაოს ყუთისა და მწვანე საქსოვი ძაფის გამოყენებით თქვენ შეძლებთ, საახალწლო გვირგვინი დაამზადოთ, რომელსაც შემდეგ სურვილისამებრ გააფორმებთ და თქვენი სახლის კარს დაამშვენებთ.



ნაძვის ხე საქსოვი ძაფებისგან

საქსოვი ძაფებისგან თქვენ კიდევ არაერთი საახალწლო სუვენირის დამზადება შეგიძლიათ. მთავარია შესაბამის თარგზე გამოჭრილი მუყაო.




არომატული ნაძვის ხეები

მუყაოსა და ციტრუსის დახმარებით არომატული ნაძვის ხეების დამზადებას შეძლებთ. გამოჭერით მუყაო და დაამაგრეთ მასზე ციტრუსის კანისგან გამოჭრილი სხვადასხვა ფორმა.



ნაძვის ხე ფერადი ქაღალდებისგან

დაახვიეთ ფერადი ქაღალდები და დაალაგეთ ისე, როგორც ეს ფოტოზეა.



ნაძვის ხე ტანსაცმლის სარჭებისგან

ერთად შეკრული ტანსაცმლის სარჭების გამოყენებით, რომელსაც თავზე ვარსკვლავის ფორმის მუყაოს დაამაგრებთ, საკმაოდ ორიგინალური სუვენირი მიიღებთ.



საახალწლო კომპოზიცია

ფოტოზე გამოსახული ამ ლამაზი კომპოზიციისთვის მუყაო და ფერადი ღილები დაგჭირდებათ.



ვარსკვლავი

მუყაოსა და ყვითელი საქსოვი ძაფის გამოყენებით ასეთი ლამაზი ვარსკვლავი შეგიძლიათ დაამზადოთ.



თაგვები კაკლის ნაჭუჭისგან

წლევანდელი წლის სიმბოლო შეგიძლიათ კაკლის ნაჭუჭების შეღებვით შექმნათ.



სასანთლე

თუ თქვენს სამზარეულოში ბევრი ცარიელი ქილა დაგიგროვდათ, შეგიძლიათ ლამაზი საახალწლო დეკორაცია დაამზადოთ. ამისთვის საკმარისია ქილა გარედან მოხატოთ ან ფერადი ქაღალდისგან გამოჭრილი ფორმები მიამაგროთ, ქილაში კი სანთელი ჩადგათ.



ზამთრის ქალაქი

ამ დეკორაციის შესაქმნელად თქვენ მუყაო, ბამბა, თეთრი საღებავი და კონუსები დაგჭირდებათ.



თოვლის ბაბუა ხის ტოტისგან

შესაბამის ფორმის ხის ნაჭერზე თქვენ შეგიძლიათ თოვლის ბაბუის სახე დახატოთ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“

„მოიმატებს ყველა ადამიანის ხელფასი, რომელიც საჯარო სკოლაშია დასაქმებული“...

კავკასიის უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს 

მეორადი ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დაიწყო - ინსტრუქცია, ცნობარი და ყველა მნიშნელოვანი დეტალი ცნობილია 

პიროვნება

„გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი“

სკოლები

„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია

„რაც დღეს პედაგოგს სჭირდება, ეს თანადგომაა“ - ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორის, ოთარ ვანაძე

„მასწავლებელი არის ადამიანი, რომელიც სიცოცხლის დაფასებას გვასწავლის“ - ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება