სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სტიპენდიანტების საზღვარგარეთ სწავლა წელს სახელმწიფომ 7 მილიონ 300 ათასი ლარით დააფინანსა
07-12-2019
-
+


განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2019 წელს 170 გამარჯვებული გამოავლინა და ბენეფიციართა საზღვარგარეთ სწავლა სახელმწიფომ 7 332 391 ლარით დააფინანსა. ხოლო 6 წლის განმავლობაში სულ 850-ზე მეტი სტიპენდია არის გაცემული. 

მიმდინარე და ახალი სასტიპენდიო სქემების და საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის შესახებ შემაჯამებელი ანგარიში, განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა, ნინო ჭელიძემ 2019 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე წარადგინა. მან პრეზენტაციაზე ცენტრის საქმიანობის ახალ პერსპექტივებზეც ისაუბრა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

მიხეილ ჩხენკელმა სიტყვით გამოსვლისას ცენტრის საქმიანობა დადებითად შეაფასა. მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს საშუალება აქვთ განათლება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ცენტრებში მიიღონ.  ჩხენკელმა ჩართულობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებსაც ცენტრის წარმატებასა და ქვეყნის ადამიანური რესურსის განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვთ.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება