სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ სტუდენტებს, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხნენ, გრანტი მიენიჭათ
02-12-2019
-
+


ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ სტუდენტებს, რომლებიც  უმაღლეს სასწავლებლებში ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხნენ,  გრანტი მიენიჭათ. 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით, სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭათ იმ პირებს, რომლებიც  აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში მიღებული განათლების აღიარების შემდეგ, სწავლა განაგრძეს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

„მიენიჭოს სახელმწიფოს სასწავლო გრანტი საქართველოს იმ მოქალაქეს, აგრეთვე „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ იმ პირს, რომელიც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) მიღებული განათლების აღიარების შემდეგ სწავლას განაგრძობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ სკოლის შემდგომი განათლებისთვის მომზადების პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგის ათვისების დადასტურების საფუძველზე“, - ნათქვამია ბრძანებაში.

იხილეთ ბრძანება


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

EMIS-ის მომსახურებები ფასიანი ხდება – მინისტრის ბრძანება ძალაშია

ორშაბათს სწავლა არ იქნება - საქართველოს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებენ

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება