| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მიმდინარე სასწავლო წელს მასწავლებელთა რაოდენობა 5%-ზე მეტით არის შემცირებული - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებების სტატისტიკური მონაცემებით, 2019/2020 სასწავლო წლის დასაწისისთვის მასწავლებელთა რაოდენობა 63 ათასს აღემატება.
2019/2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული იყო 63 780 პედაგოგი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.3%- ით ნაკლებია. მასწავლებელთა დიდ უმრავლესობას ქალები შეადგენენ, კერძოდ, პედაგოგების რიცხოვნობაში ქალების წილი 86.8%, ხოლო კაცების -13.2% -ია.
მასწავლებელთა რაოდენობის შემცირების ერთ-ერთ მიზეზად, სავარაუდოდ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ პედაგოგებისთვის გაკეთებული შეთავაზება მიიჩნევა, რომელიც საპენსიო ასაკის პედაგოგთა პროფესიიდან გასვლის სანაცვლოდ ჯილდოს მიღებას გულისხმოს.
შეგახსენებთ, რომ პროფესიიდან გასვლის სანაცვლოდ ჯილდო პირველ ეტაპზე 6 450-მა მასწავლებელმა მიიღო. ჯილდოს მისაღებად მეორე ეტაპი კი განათლების სამინისტროს უკვე გამოცხადებული აქვს და მასწავლებელთა გამოცდის საბოლოო შედეგების გამოცხადების ბოლომდე გაგრძელდება. ტესტირების შედეგების გაგების შემდეგ, შესაძლოა ჯილდოს მიღების მსურველთა რიცხვი გაიზარდოს, რაც მასწავლებელთა რაოდენობას კიდევ შეამცირებს. თუმცა ეს მანამ, სანამ ახალი კადრები ჩაანაცვლებენ სკოლიდან წასულ პედაგოგებს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი